ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სიბელ კეკილი (გერმ. Sibel Kekilli, დ. 16 ივნისი, 1980) — თურქული წარმოშობის გერმანელი მსახიობი.[2] მან საზოგადოების ყურადღება მიიპყრო 2004 წლის ფილმში, „სახით კედლისკენ“ შესრულებული როლისთვის. მან მოიგო ორი ლოლ, ყველაზე პრესტიჟული გერმანული კინო პრემია, ფილმებ „სახით კედლისკენ“ და „როცა ჩვენ წავალთ“ (2010) შესრულებული როლებისთვის. 2011 წლიდან იგი უფრო ცნობილი გახდა HBO-ის სერიალში „სატახტოთა თამაში“ შეის როლის შესრულების გამო.

სიბელ კეკილი

სიბელ კეკილი 2017 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე
მშობლიური სახელი გერმ. Sibel Kekilli
დაბადების თარიღი 16 ივნისი, 1980 (1980-06-16) (44 წლის)
ჰაილბრონი, დასავლეთი გერმანია (ამჟამინდელი გერმანია)
მოქალაქეობა გერმანიის დროშა გერმანია[1]
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2001-დან დღემდე
საიტი https://sibelkekilli.com/en/

ადრეული წლები

რედაქტირება

კეკილი დაიბადა და გაიზარდა ჰაილბრონში თურქული წარმოშობის ოჯახში. მისი მშობლები გერმანიაში ჩამოვიდნენ თურქეთიდან 1977 წელს და კეკილის სიტყვებით ეს „საკმაოდ ლიბერალური“ იყო.[3] 16 წლის ასაკში მას სკოლაში კარგი შეფასებები ჰქონდა და დასრულების შემდეგ ის 30 თვიანი კომბინირებულ ტრენინგ პროგრამაში ჩაერთო, რათა საზოგადოებრივი ადმინისტრაციის სპეციალისტი გამხდარიყო. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ის კიდევ ორი წელიმუშაობდა ადმინისტრაციულ ასისტენტად ჰეილბრონის მერიაში, შემდეგ კი გადავიდა ესენში, სადაც სხვადასხვა ადგილებში მუშაობდა. ის მუშაობდა: დაცვად, დამლაგებლად, მიმტანად, ღამის კლუბების მენეჯერად, გამყიდველად და პორნოგრაფიის მსახიობად.[4][5]

2001–2002 წლებში, ექვსი თვის განმავლობაში,[6] კეკილი გამოჩნდა მრავალ პორნოგრაფიულ ფილმში და მუშაობდა სხვადასხვა რეჟისორებთან, როგორებიცაა: იოსეფ ბაუმბერგერი[7] და ჰარი მორგანი.[8][9]

2002 წელს, კელნის სავაჭრო ცენტრში ყოფნის დროს, იგი შენიშნა კასტინგის დირექტორმა, რომელმაც სიბელი ფილმის კასტინგზე მიიწვია.[10] მან კასტინგზე 350 მსურველს აჯობა და მოიპოვა მთავარი როლის შესრულების უფლება ფილმში „სახით კედლისაკენ“ (გერმ. Gegen die Wand. ფილმი 2004 წელს გამოვიდა და დიდ წარმატებას მიაღწია. პირადად კეკილისთვის გადაღებები მძიმე აღმოჩნდა და თურქეთში გადაღებების დროს მან აპენდექტომია გაიკეთა.[11]

„სახით კედლისკენის“ გამოსვლიდან მალევე, გერმანულმა ტაბლოიდურმა გაზეთმა Bild-Zeitung-მა გამოაქვეყნა კეკილის ადრინდელი ნამუშევრები პორნოგრაფიაში.[4] ამან საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და ამის გამო კეკილის მშობლებმა მასთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტეს.[3] მან მიიღო 2004 წლის ბამბის პრემია „საუკეთესო ამომავალი ვარსკვლავი“ ფილმში „სახით კედლისკენ“ შესრულებული როლისთვის. სატელევიზიო ეთერით გამოსვლისას მან ცრემლმორეულმა ისაუბრა მედია-საშუალებების მიერ გამოქვეყნებული მასალების შესახებ.[12] მოგვიანებით Bild-Zeitung-ს გერმანიის პრესის საბჭომ (Deutscher Presserat) საყვედური გამოუცხადა ამ ამბის გაშუქებისთვის.[13]

 
სიბელ კეკილი 2012 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე

კეკილმა მონაწილეობა მიიღო თურქულ ფილმში სახელწოდებით დაბრუნება (თურქ. Eve Dönüş), რომელშიც პუტჩია აღწერილი. ფილმში სიბელმა განასახიერა იმ კაცის ცოლი, რომელიც უსამართლოდ დააპატიმრეს და აწამეს. მისმა შესრულებამ მას 2006 წელს ანტალიის ოქროს ფორთოხლის კინოფესტივალის საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მოუტანა. იმავე წელს, მან ითამაშა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკისკენ მიმავალი ებრაელი ქალის როლი 2006 წელს გადაღებულ ფილმში ბოლო მატარებელი (Der letzte Zug). 2009 წელს მან ითამაშა უმაის, ახალგაზრდა თურქი ქალის, როლი, ფილმში „როცა ჩვენ წავალთ“ ( When We Leave). სიბელის პერსონაჟი ტოვებს სტამბოლს და ბერლინში თავის ოჯახთან მიემგზავრება. ამ როლის შესრულებისთვის 2010 წელს კეკილს ლოლა მიენიჭა საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში.[14] 2010 წელს კეკილი შეირჩა შეის როლის შემსრულებლად HBO–ის „სატახტოთა თამაშში“, ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ რომანების ეკრანიზაციაში.[15]

2011 წელს, მრავალსერიანი კრიმინალური სერიალის „დანაშაულის ადგილი“ (გერმ. Tatort) მეორეხარისხოვან როლში პირველი გამოჩენიდან ერთი წლის შემდეგ, სიბელი სამსახიობო ჯგუფის მუდმივი წევრი გახდა და ახალი გამომძიებლის, სარა ბრანდტის როლი მოირგო.[16] 2017 წელს მან დატოვა „დანაშალის ადგილის“ ფრენჩაიზი, 14 მხატვრული ეპიზოდის შემდეგ, ცვლილებების საჭიროების მიზეზით.[17]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

კეკილი ამჟამად ჰამბურგში ცხოვრობს.[3]

2017 წელს მან საკუთარ ინსტაგრამზე თურქ მომხმარებლებს წვდომა შეუზღუდა, მას შემდეგ რაც მამაკაცი მომხმარებლები თურქეთიდან უამრავ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდნენ. მსგავსი შეტყობინებების გამომგზავნები კეკილმა მოიხსენია როგორც „სიძულვილით სავსე“ პიროვნებები.[18]

პოლიტიკური აქტივიზმი

რედაქტირება

კეკილი მხარს უჭერს ორგანიზაციას Terre des Femmes-ს და ეხმარება მას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მუშაობაში.

2006 წლის დეკემბერში, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოწყობილ ღონისძიებაზე, კეკილმა ბერლინში მოქმედ თურქულ გაზეთს Hürriyet-ს განუცხადა: „მე პირადად მაქვს გამოცდილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიური ძალადობა ჩემს ოჯახში, რომელიც მუსლიმანთათვის ნორმალურადაა მიჩნეული, სამწუხაროდ, ეს ისლამის კულტურის ნაწილია“. ამის საპასუხოდ თურქეთის გენერალურმა კონსულმა ოთახი პროტესტის ნიშნად დატოვა.[19]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Malzahn, Claus Christian.. ; Reimann, Anna. (6 марта 2007) Schauspielerin Sibel Kekilli: "Ich bin mir sicher, dass ich irgendwann aus Deutschland wegziehe". Der Spiegel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2011-04-13.
  2. Malzahn, Claus Christian (6 March 2007). „Schauspielerin Sibel Kekilli: "Ich bin mir sicher, dass ich irgendwann aus Deutschland wegziehe". Der Spiegel. ციტირების თარიღი: 4 March 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 "Sibel Kekilli Biografie", Yahoo Movies, http://de.movies.yahoo.com/schauspieler/k/sibel-kekilli/biografie-33775.html. წაკითხვის თარიღი: 5 December 2009
  4. 4.0 4.1 "Culture & Lifestyle: From Bare to Bear for Ex-Porn Queen", Deutsche Welle, 18 February 2004, http://www.dw-world.de/dw/article/0,,1118125,00.html. წაკითხვის თარიღი: 20 October 2007
  5. https://www.news.com.au/entertainment/tv/at-least-six-current-or-former-porn-stars-have-appeared-in-game-of-thrones/news-story/78f1cccfdd939760e246ad439f38ed6c
  6. Islam au diable fr. Libération (19 July 2004). ციტირების თარიღი: 2021-03-05
  7. Schaaf, Julia. „Porno-Industrie: Der Dreh mit dem Sex“. FAZ.NET (გერმანული). ISSN 0174-4909. ციტირების თარიღი: 2021-03-05.
  8. Sundermeyer, Olaf (2009). Der Pott (de). C.H. Beck, გვ. 92–93. ISBN 978-3-406-59134-1. 
  9. Straßer, Christoph (2010). Harry S. Morgan: Der Meister der Pornografie (de). UBooks, გვ. 154. ISBN 978-3-86608-125-3. 
  10. "Man erkennt sich", Welt am Sonntag, 7 March 2004, https://www.welt.de/print-wams/article107278/Man_erkennt_sich.html
  11. Gegen die Wand-Presseheft დაარქივებული 2011-04-29 საიტზე Wayback Machine. polyfilm.at, page 6.
  12. "Goldene Rehkitze für Hanks, Kekilli und Elton John", Spiegel Online, 19 November 2004, http://www.spiegel.de/panorama/0,1518,328641,00.html
  13. Deutscher Presserat rügt "Bild"-Zeitung. (in German) Spiegel.de (20 November 2004). Retrieved on 23 June 2012.
  14. Vogel, Elke (23 April 2010). "Das weiße Band" räumt bei Gala zehn Lolas ab“. Die Welt (გერმანული). ციტირების თარიღი: 24 April 2010.
  15. Not A Blog – You Guys Are Scary Good, the Sequel დაარქივებული 21 July 2011 საიტზე Wayback Machine. . Grrm.livejournal.com. Retrieved on 23 June 2012.
  16. Koch, Dorit (2 October 2011). „Kieler Tatort-Duo: Sibel Kekilli, die Neue an der Seite von Axel Milberg“. Die Welt (გერმანული). ციტირების თარიღი: 18 October 2011.
  17. „Sibel Kekilli verlässt den Kieler "Tatort". Frankfurter Allgemeine Zeitung(FAZ) (გერმანული). 2 February 2017. ციტირების თარიღი: 26 March 2018.
  18. Game of Thrones actress Kekilli blocks Instagram profile to Turkish users after "sexual harassments" - CINEMA-TV. ციტირების თარიღი: 15 September 2017
  19. "Eklat um Sibel Kekilli in Berlin", Der Tagesspiegel, 4 December 2006, http://www.tagesspiegel.de/berlin/art270,1944857
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიბელ_კეკილი“-დან