სიბაიის ტბა
სიბაიის ტბა (ინგლ. Sibhayi) — ყველაზე დიდი ბუნებრივი, მტკნარი წყლის ტბა სამხრეთი აფრიკაში[1], რომლის ზედაპირის ფართობია 77 კმ². მას ხშირად შეცდომით ეძახიან Sibaya ან Sibayi.
სიბაიის ტბა | |
---|---|
ინგლ. Sibhayi | |
კოორდინატები: 27°21′00″ ს. გ. 32°41′00″ ა. გ. / 27.35000° ს. გ. 32.68333° ა. გ. | |
მდებარეობა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 23 მ |
ფართობი | 77 კმ² |
მოცულობა | 0,981 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 12 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 43 მ |
აუზის ფართობი | 465 კმ² |
ტბა მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აღმოსავლეთი სანაპიროს კვაზულუ-ნატალის პროვინციის მაპუტალენდის რეგიონში.
ტბა ისიმანგალისოს პარკის ნაწილია და 1991 წლის 28 ივნისს რამსარის კონვენციის თანახმად აღიარებულია, როგორც «საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე წყალ-ჭაობიანი სავარგული». 1999 წლის დეკემბერში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ისიმანგალისოს პარკი შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში[2].
ტბაზე ბინადრობს ფრინველების 279 სახეობა.
ტურიზმი
რედაქტირებატბის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს ოტელი «სიბაიის ტბა» (ინგლ. Lake Sibaya Lodge). ეს ელიტური ოტელი მოიცავს 16 შალეს (ფრანგ. chalet). ტერიტორიას სიბაიის ტბასა და ინდოეთის ოკეანეს შორის ჰქვია მაბიბი (ინგლ. Mabibi). აქ ასევე მდებარეობენ კემპინგები და შალეები, მათ შორის ოტელი Thonga Beach Lodge[3].
ტბის სიახლოვეს მდებარეობს პოპულარული პლაჟი სოდვანა-ბეი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Lake Sibaya Info Sheet — South African Wetlands Conservation Programme დაარქივებული 2005-03-22 საიტზე Wayback Machine.
- Lake Sibaya — World Lakes Database დაარქივებული 2005-11-20 საიტზე Wayback Machine.
- Lake Sibaya დაარქივებული 2011-07-16 საიტზე Wayback Machine. Information sheet for the site designated to the List of Wetlands of International Importance
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lake Profile — Sibaya
- ↑ iSimangaliso Wetland Park. იუნესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-27. ციტირების თარიღი: 2010-06-04.
- ↑ Thonga Beach Lodge — Mabibi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2016-07-31.