სიამის კატა
სიამის კატა — კატის ერთ-ერთი სახეობა, რომლის ისტორია სავარაუდოდ ტაილანდიდან იღებს სათავეს. ის გამოირჩევა კატის სხვა სახეობებისაგან თავისი გარეგნობით და ხასიათით. იშვიათად გვხვდება ქართულ ოჯახებში.
ლეგენდები წარმოშობის შესახებ
რედაქტირებასიამის კატა უხსოვარი დროიდან იყო სიამის სამეფოში (ტაილანდი). სუფთა ჯიშის კატას კუდი წატეხილი აქვს, ამაც განაპირობა რამდენიმე ლეგენდის წარმოშობა. ერთ–ერთის თანახმად, ტაილანდში მყოფი კატები ძვირფას ვაზბს და ჭურჭლებს დარაჯობდნენ. ისინი ჭურჭლის გარშემო წვებოდნენ და კუდს ვაზის ყელში ყოფდნენ, ამიტომ კუდმა ასეთი ფორმა მიიღო. მეორე ლეგენდის მიხედვით, როცა სიამის პრინცები საბანაოდ მიდიოდნენ, თავიანთ ძვირფას ბეჭდებს კატების კუდებზე აცვამდნენ. კატებს კუდების მოგრეხვა უწევდათ, რომ ბეჭდები არ დაეკარგათ. თუმცა, ერთ კატას მაინც დაეკარგა ბეჭედი. ამის შემდეგ მათ კუდებს უნასკვავდნენ. სხვა ლეგენდის მიხედვით, ერთ პრინცესას ყაჩაღები მისდევდნენ. პრინცესა სასახლეში ჩაიკეტა, მისმა ერთგულმა კატამ კი გასაღების ჭუჭრუტანაში კუდი შეყო, რომ ყაჩაღებს ვერ გაეღოთ. ასე დარჩა კუდი მოტეხილი.
სიამის კატა ძველ ეგვიპტეში
რედაქტირებაკაცობრიობის ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად კატებმა სიმბოლური და რელიგიური მნიშვნელობა შეიძინეს. ეგვიპტეში კატა მიწისქვეშა სამეფოს მბრძანებლად ითვლებოდა. როცა კატა კვდებოდა, მას ბალზამირებას უკეთებდნენ და დიდი პატივით მარხავდნენ. ეგვიპტეში კატების სასაფლაოებს ჰექტრობით მიწები ეკავა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Siamese Yearbook Articles დაარქივებული 2019-12-03 საიტზე Wayback Machine. Old articles on the Siamese
- Siamese დაარქივებული 2016-05-31 საიტზე Wayback Machine. Modern Siamese and Oriental shorthairs Breeder in FRANCE
- Siamese and Oriental Database pedigree data base with each cat's health information
- Siamese and Oriental PRA health program დაარქივებული 2019-09-21 საიტზე Wayback Machine.