სვირის გორაარქეოლოგიური ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში. ბუნებრივი წარმოშობის ამ გორის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდზე შეინიშნება ქვის სწორკუთხა ნაგებობების ნაშთები და მძლავრი ნაცროვანი ფენები, რაც ცხადყოფს აქ ნასახლარის არსებობას. აკრეფილი ფრაგმენტული კერამიკული მასალა ტიპური მტკვარ-არაქსული ნაწარმია შავი ან წითელპრიალა ნატეხები ღია ფერის სარჩულზე. ქვის იარაღებისაგან შემდგარი მასალა წარმოდგენილია კაჟის ისრისა და შუბის პირებით, კაჟის ორმხრივრეტუშირებული ნამგლის პირებით და ქვის ცულის ფრაგმენტით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20057