სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წერეთელი.

სვიმონ ზაქარიას ძე წერეთელი (დ. 5 იანვარი, 1870, სოფ. პერევისა, ახლანდ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი, — გ. 27 დეკემბერი, 1951, ლევილი, საფრანგეთი, დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ სემინარიაში ჩაირიცხა, მაგრამ მოსწავლეების საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობის გამო გარიცხეს. სწავლა სამხედრო სკოლაში განაგრძო. 1896 წლიდან რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში იყო. მსახურობდა სამეგრელოს გრენადერთა მე-16 პოლკში, შემდეგ ელიზავეტპოლის 156-ე ქვეით პოლკში. კაპიტნის წოდებით მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918), განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ერზრუმის აღების დროს. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II ხარისხის ორდენით (1915). 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში პოლკოვნიკის წოდებით. 1919 წლის აპრილში აღკვეთა ჩრდილოეთ კავკასიიდან დარიალის ხეობაში ბოლშევიკების შემოღწევის მცდელობა, შემდეგ იყო შტაბის უფროსი სოჭის ფრონტზე (მცირედ ხნით დატყვევებული იყო დენიკინის ჯარების მიერ). 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მოღვაწეობდა ოპოზიციურ იატაკქვეშეთში. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს აჯანყებულებმა დანიშნეს სამხედრო ხელმძღვანელად ჭიათურაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ ტყეში გაიხიზნა და მოახერხა საქართველოს დატოვება. ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზის ახლოს, სოფ. ლევილში. გარდაიცვალა და დაკრძალულია იქვე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სვიმონ წერეთელი [ნეკროლოგი] / ძველი მეგობარი // „მებრძოლი საქართველო“. - №1. - 1952. - გვ. 27-28;
  • 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება შორაპნის მაზრაში / ლევან ჯიქია // არქივის კვალდაკვალ - ზესტაფონი. სპეციალური საარქივო გამოცემა. - თბ. : შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, 2014. - გვ. 17-48.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება