სვიმონ პირუმოვისომეხი სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. ეროვნებით სომეხი. ინჟინერი. უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო. 1918 წლის თებერვალში დამატებითი სიით აირჩიეს ამიერკავკასიის სეიმის წევრად, შედიოდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. 1918 წლის შემოდგომაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ სომეხთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი. იყო პარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 318.