სვიაჟსკის მიძინების მონასტერი
სვიაჟსკის მიძინების მონასტერი (რუს. Свияжский Успенский монастырь) — მოქმედი მამათა მონასტერი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყაზანის ეპარქიაში. ვოლგისპირეთისა და ყაზანის მხარის მართლმადიდებლობის აკვანი. 2017 წლის 9 ივლისს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].
სვიაჟსკის მიძინების მონასტერი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა |
კოორდინატები | 55°46′00″ ჩ. გ. 48°39′00″ ა. გ. / 55.76667° ჩ. გ. 48.65000° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2017 (41-ე სესია) |
ნომერი | 1525 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1525 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ისტორია
რედაქტირებასვიაჟსკის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი აგებულია 1555 წელს, ყაზანის ეპარქიის დაარსებასთან ერთად. მონასტრის დამაარსებელი და მისი პირველი წინამძღვარი გახდა არქიმანდრიტი გერმან სადირევ-პოლევი. მისი სხეული მონასტრის მთავარი სიწმინდეა 1592 წლიდან.
სვიაჟსკის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი ყაზანის ეპარქიის უმნიშვნელოვანესი სასულიერო-საგანმანათლებლო ცენტრი იყო XVI-XVIII საუკუნეების განმავლობაში.
1918 წელს წითელარმიელებმა მოკლეს მონასტრის უკანასკნელი წინამძღვარი ამბროსი გუდკო, რომელიც 2000 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
საბჭოთა პერიოდში ეკლესია გამოიყენებოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ, რომელმაც ფუნქციონირება შეწყვიტა 1994 წელს.
1997 წელს კი ოფიციალურად აღდგა სვიაჟსკის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Новости монастыря დაარქივებული 2011-11-03 საიტზე Wayback Machine.
- О монастыре на сайте Казанской епархии