სვიანა-როსტიანის ნაწისქვილარი
სვიანა-როსტიანის ნაწისქვილარი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის ხადის ხეობაში, სოფელ სვიანა-როსტიანში.
აღსანიშნავია, რომ წისქვილი კლდოვან ქანზე მდებარე ეკლესიის ქვებით არის აგებული. ეკლესია საბჭოთა პერიოდში აუფეთქებიათ და მისი ქვებით წისქვილი აუგიათ. წისქვილის შენობას სწორკუთხა ფორმა ქონდა. საკედლე მასალად გამოყენებულია კარგად დამუშავებული ნათალი ქვები. კედელი მშრალი წყობითაა ნაგები, დღეისთვის წისქვილი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი, შემორჩენილი კედლის სიმაღლე 1 მეტრია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39277