სვეტლანა იშმურატოვა

რუსი ბიატლეთი

სვეტლანა ირეკის ასული იშმურატოვა (თათრ. Svetlana İrek qızı İşmoratova, რუს. Светлана Ирековна Ишмуратова; დ. 20 აპრილი, 1972, ზლატოუსტი, რუსეთი) — რუსი ბიატლეთი. ცხოვრობს ქალაქ ჩელიაბინსკში და პროფესიით ჯარისკაცია.


სვეტლანა იშმურატოვა 2006 წელს, ტურინში
მედლები
ბიატლონი ქალთა შორის
დროშა: რუსეთი რუსეთი
ზამთრის ოლიმპიადა
ოქრო 2006 ტურინი კმ ინდივიდუალური
ოქრო 2006 ტურინი 4 × 6 კმ
ბრინჯაო 2002 საოლთ-ლეიკ სიტი 4 × 7.5 კმ
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო 1998 ჰოხპილცენი გუნდური
ოქრო 2001 პოკლიუკა 4 × 7.5 კმ
ოქრო 2003 ხანტი-მანსიისკი 4 × 6 კმ
ოქრო 2005 ჰოხპილცენი 4 × 6 კმ
ოქრო 2005 ხანტი-მანსიისკი შერეული
ვერცხლი 2003 ხანტი-მანსიისკი 12.5 კმ
ვერცხლი 2004 ობერჰოფი 4 × 6 კმ
ბრინჯაო 2003 ხანტი-მანსიისკი 10 კმ

2006 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იშმურვატოვამ, ქალთა 15 კილომეტრიან ინდივიდუალურ შეჯიბრში, ოქროს მედალი მოიგო.

ბიოგრაფია

რედაქტირება

სვეტლანა იშმურატოვა დაიბადა ზლატოუსტში (ჩელიაბინსკში). მამამისი, ირეკ იშმურატოვი, რომელიც სათხილამურო სპორტში სპეციალისტია, მისი პირველი მწვრთნელი გახდა. თხილამურებზე სრიალის სწავლა ხუთი წლის ასაკში დაიწყო და თავისი პირველი მედალი მოიპოვა, როდესაც იგი სპორტული კოლეჯის მეოთხე კურსზე იყო. სვეტლანა კარგად სწავლობდა სკოლაში, თუმცა, მას ეს ძალიან მოსწონდა. თავდაპირველად, ის სპორტულ კარიერაზე არ ფიქრობდა, ისე, რომ სკოლის დასრულების შემდეგ სამედიცინოზე სწავლას აპირებდა. მაგრამ გადაწყვიტა არ დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი, განეგრძო სწავლა და ვარჯიში. სვეტლანა, ზლატოუსტში საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა ფიზიკური აღზრდის სახელმწიფო აკადემიაში გააგრძელა.[1]

1991 წელს, იშმურატოვა ინდივიდუალური რბოლაში სსრკ-ის უმცროსი ჩემპიონი გახდა და ჩემპიონი უფროსთა გუნდურ რბოლაში. 90-იანი წლების შუა ხანებითვის, სვეტლანა ძლიერი პროფესიონალი სპორტსმენი გახდა და შევიდა რუსეთის ეროვნულ ნაკრებში, სადაც ყველა სახის კონკურსში აჩვენებდა სტაბილურ და დამაკმაყოფილებელ შედეგს. 1996 წელს, იგი შეცდომით დოპინგის მოხმარებაში დაადანაშაულეს და ორი წელი დისკვალიფიცირებული იყო (მოგვიანებით ოფიციალურად ბოდიში მოუხადეს). ეს გახდა მისი სათხილამურო კარიერის დასასრული.

1996 წლის შემოდგომაზე, მოსკოველი მწვრთნელი ვალენტინ ზადონსკიმ, სვეტლანას შესთავაზა თავის ქალთა ბიატლონის გუნდში ასპარეზობა. ერთ წელიწადში, სვეტლანა რუსეთის ჩემპიონი გახდა და მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე მედალიც მოიპოვა. მიუხედავად მისი ბრწყინვალე შედეგებისა, იგი ეროვნული ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ იტალიაში რამდენიმე წარმატებული რბოლის შემდეგ გააწევრიანეს, ნაგანოში ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე. ავადმყოფობის გამო, მას 1998 წლის ზამთრის თამაშების გამოტოვება მოუწია. მაგრამ, 2002 წელს სოლტ-ლეიქ სიტიში მიმდინარე ოლიმიურ თამაშებზე, ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. გარდა ამისა, მას აქვს ექვსი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული (ზაფხულისა და ზამთრის ბიატლონში) და მსოფლიო ჩემპიონატის ბევრი მედალი. სვეტლანა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სტაბილურ შედეგებს აჩვენებდა და მსოფლიო თასზე მაღალ პოზიციებსაც მიაღწია (10, 7, 11, 11, 12 ადგილი).[2]

თავის ინტერვიუებში მას არ სურს სპორტის შესახებ საუბარი. იცის გერმანული ენა და უყვარს წიგნების კითხვა თავისუფალ დროს. მისი ოცნებაა კარგი მოსიყვარულე ოჯახისა და ბავშვების ყოლა. მისი სიმაღლე 165 სმ და წონა 57 კგ შეადგენს.