სექს დრაივი (ფილმი)
სექს დრაივი (ინგლ. Sex Drive) — 2008 წლის კომედიური ჟანრის ფილმი ახალგაზრდაზე, რომელიც მიემართება სხვა ქალაქში, ვინაიდან ინტერნეტით გაცნობილ გოგონასთან სექსუალური პაემანი აქვს დანიშნული. ფილმი ეფუძნება ენდი ბერენსის რომანს „ბოლომდე“ (All the Way).[2] რეჟისორია შონ ანდერსი. ფილმში მონაწილეობენ: ჯოშ ცუკერმანი, კლარკ დიუკი, ამანდა კრიუ, ჯეიმზ მერსდენი და სეთ გრინი. აშშ-ში სურათის პრემიერა გაიმართა 2008 წლის 17 ოქტომბერს, ხოლო ინგლისში — 2009 წლის 9 იანვარს.
„სექს დრაივი“ | |
---|---|
ჟანრი | კომედია |
რეჟისორი | შონ ანდერსი |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი |
|
ნაწარმოები | „ბოლომდე“, ენდი ბერენსი |
როლებში | |
კომპოზიტორი | სტივენ ტრესკი |
ოპერატორი | ტიმ ორი |
მონტაჟი | ჯორჯ ფოლსი უმცრ. |
დისტრიბუტორი | Summit Entertainment |
გამოსვლის თარიღი | 17 ოქტომბერი, 2008 |
ხანგრძლივობა |
კინოთეატრის ვერსია 110 წთ. ვრცელი ვერსია 130 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 19 მილიონი აშშ დოლარი[1] |
შემოსავალი | 18,755,936 აშშ დოლარი[1] |
სიუჟეტი
რედაქტირებაიენ ლაფერტი (ცუკერმანი) არის 18 წლის ბიჭი, რომელსაც ჯერ არ ჰქონია სექსი. მას დასცინის უფროსი ძმა, მეგობარი ლენსი კი მისთვის შურის ობიექტია, ვინაიდან მან იცის, როგორ მიიზიდოს გოგონები. იენი შეყვარებულია სკოლის მეგობარ ფელიციაზე (კრიუ), თუმცა ამის შესახებ ვერ ეუბნება. ინტერნეტით იგი გაიცნობს ვინმე „მისს გემრიელს“, რომელსაც თავს წარუდგენს, როგორც კუნთებიან სპორტსმენს. მოულოდნელად გოგონა მას შესთავაზებს ნოკსვილში, ტენესის შტატში ჩასვლას. ვინაიდან იენი ჩიკაგოში ცხოვრობს, იგი იპარავს ძმის მანქანის გასაღებს და, მეგობარ ლენსთან ერთად, მიიპარება „მისს გემრიელთან“ პაემანზე, მაგრამ მათთან ასევე მგზავრობს ფელიცია. იენი იძულებულია, მოატყუოს იგი და უთხრას, რომ ბებიასთან მიემგზავრებიან.
მოგზაურობისას მათ სხვადასხვა ფათერაკი შეხვდება. ასეთია შეხვედრა ეჭვიან ქმართან, ავტოსტოპის მოყვარულთან, ამიშებთან (რომლებიც სპორტულ მანქანებში ერკვევიან და როკ-კონცერტები უყვართ). „მისს გემრიელი“ აღმოჩნდება თაღლითი, რომელიც იპარავს მანქანებს. ლენსი პოულობს თავის ბედნიერებას ამიშებს შორის, შეყვარებულის სახით. იენი საბოლოოდ გამოუტყდება სიყვარულში ფელიციას, ხოლო ჰომოფობი რექსი აღიარებს, რომ გეია.
როლები
რედაქტირება- ჯოშ ცუკერმანი — იენ ლაფერტი
- ამანდა კრიუ — ფელიცია ალპინი
- კლარკ დიუკი — ლენს ჯონსონი
- ჯეიმზ მერსდენი — რექს ლაფერტი
- სეტ გრინი — ეზეკიელი
- ელის გრეჩინი — მერი
- კატრინა ბოუდენი — „მისს გემრიელი“
- ჩარლი მაკ-დერმოტი — ენდი
- მარკ ლ. იანგი — რენდი
- კოულ პიტერსენი — დილან ლაფერტი
- დეივ შერიდანი — ბობი ჯო
- მაიკლ კედლიცი — რიკი
- ელისონ ვაისმანი — ბეკა
- ანდრეა ანდერსი — ბრენდი
- ხოსე დუარტე — ბრენდის მამა
- კიმ ოსტრენკო — იენის დედინაცვალი
- ბრეტ რაისი — მისტერ ლაფერტი
- დევიდ კექნერი — ავტოსტოპით მგზავრი
- Fall Out Boy — განასახიერებენ საკუთრ თავს
- კაილ გესი — გეი ავტოგასამართ სადგურზე
მუსიკა
რედაქტირება- ფილმის სარეკლამო ტრეილერში ჟღერს სიმღერები Time to Pretend (MGMT), Fa-Fa-Fa (Datarock), Let’s Ride (Airbourne) და Bang Bang to the Rock n Roll Gabin.
- ფილმში ასევე გადაღებულია ჯგუფი Fall Out Boy, რომელიც ამიშების დასახლებას ეწვევა.
- ფილმში ჟღერს სიმღერა Life is Beautiful (Vega4).
- Let's Get It Up (AC/DC) ჟღერს რამდენიმეჯერ,
- Danger Zone (კენი ლოგინსი) ჟღერს იენის მანქანაზე რბოლისას.
- ასევე გამოყენებულია სხვა შემსრულებელთა მუსიკა. ესენია: Donovan, Jem, Hot Hot Heat, Switches, Pornosonic и Nitty.
შეფასება
რედაქტირებაკრიტიკოსებმა ფილმს არაერთგვაროვანი შეფასებები მისცეს. Rotten Tomatoes-ის მიმომხილველთა 46%-ის მიხედვით, იგი დადებითად იქნა შეფასებული.[3]
გამოცემა
რედაქტირება2009 წლის 24 თებერვალს ფილმი გამოვიდა ორმაგ DVD და Blu-Ray დისკებზე. მათში შეტანილი იყო როგორც მისი ჩვეულებრივი ვერსია (111 წთ.), ასევე 130 წუთიანი ვარიანტი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Sex Drive (2008). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: August 22, 2009.
- ↑ Robinson, Tasha. (October 17, 2008) Q&A with Andy Behrens, the author behind 'Sex Drive'. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 22, 2009. ციტირების თარიღი: August 22, 2009.
- ↑ Sex Drive (2008). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: August 22, 2009.