სექსუალური დისფუნქცია

(გადამისამართდა გვერდიდან სექსუალური დარღვევები)

სექსუალური დისფუნქცია, სექსუალური დარღვევა — დარღვევა, რომელიც აწუხებს ინდივიდს ან წყვილს ნორმალური სექსუალური აქტივობის რომელიმე ეტაპზე, მათ შორის ფიზიკური სიამოვნების, სქესობრივი ლტოლვის, პრეფერენციების, აღგზნების ან ორგაზმის კუთხით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სექსუალურ დისფუნქციას შემდეგნაირად განმარტავს: „პიროვნების მხრიდან იმის შეუძლებლობა, რომ სექსუალურ ურთიერთობაში ისე მიიღოს მონაწილეობა, როგორც ისურვებდა“.[1] ეს განმარტება საკმაოდ ფართოა და მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.[2] DSM-5-ის მიხედვით, სექსუალური დისფუნქციის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა, რომ ადამიანს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში აწუხებდეს უკიდურესი დისკომფორტი და ინტერპერსონალური პრობლემები (გამონაკლისია მედიკამენტებით გამოწვეული სექსუალური დარღვევა). სექსუალურ დისფუნქციას შეიძლება ძალიან დიდი ზეგავლენა ჰქონდეს ადამიანის სექსუალური ცხოვრების ხარისხზე.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. World Health Organization (WHO). International Statistical Classification of Diseases and Related Health Problems, 10th Revision (ICD-10). Geneva, Switzerland:WHO; 2010.
  2. Lo Y.-C., Chen H.-H., Huang S.-S. Panic Disorder Correlates with the Risk for Sexual Dysfunction. J. Psychiatr. Pract.. 2020;26(3):185-200. doi:10.1097/PRA.0000000000000460
  3. Eden K.J., Wylie K.R. (2009). „Quality of sexual life and menopause“. Women's Health. 5 (4): 385–396. doi:10.2217/whe.09.24. PMID 19586430.