სექსტუს ემპირიკუსი
ძველი ბერძენი ფილოსოფოსი
სექსტუს ემპირიკუსი — II საუკუნის ბოლოსა და III საუკუნის დამდეგის ფილოსოფოსი, ანტიკური სკეპტიციზმის წარმომადგენელი, ბუნების მკვლევარი, ექიმი, ასტრონომი. ფილოსოფიის მიმართულებებს ჰყოფდა დოგმატიზმად და სკეპტიციზმად. პირველმა წამოაყენა ალბათორის თეორიის და ლოგიკის საკითხები. მკაცრად აკრიტიკებდა რელიგიას და უარყოფდა ღმერთის ცნებას, მოითხოვდა პოლიტიკურ ინდეფერენტიზმს. მისი ნაშრომებია „პირონის დებულებანი“ და „მათემატიკოსების წინააღმდეგ“. „პირონის დებულებანი“ შესულია კრებულში „100 ყველაზე გავლენიანი წიგნი, რაც კი ოდესმე დაწერილა.“
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭელიძე, მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 305-306.