სეფეწული
სეფეწული — თავდაპირველად სამეფო საგვარეულოს და სახლის, ხოლო შემდეგ საერთოდ საზოგადოების უმაღლესი სოციალურ ფენის წარმომადგენელ ანტიკურ და ადრინდელ ფეოდალურ საქართველოში.
უძველესი არაპირდაპირი ცნობა ქართლის სეფეწულებზე V საუკუნის სომეხ ისტორიკოსს ფავსტოს ბუზანდს მოეპოვება, ხოლო მოვსეს ხორენაცი პირდაპირ აღნიშნავს მათ მეფურ შთამომავლობას. ამას ოთხთავის ძველი ქართული თარგმანიც მოწმობს, რომელშიაც „სეფეწული“ სომხურ სიტყვას „თაგავორაზნს“ („მეფის ნათესავი“, „მეფისტომი“) შეესატყვისებოდა. ფიქრობენ, რომ სტრაბონისეული იბერიის (ქართლი) პირველ გენოსი (გვარი), საიდანაც მეფეები სხდებოდნენ, სეფეწულებისაგან შედგებოდა. ამავე წრიდან ინიშნებოდა აგრეთვე ის ხელისუფალი, რომელსაც სტრაბონი „მეფის შემდგომ მეორეს“ უწოდებს. საერთოდ ქართლის ადრინდელ კლასობრივ სახელმწიფოში უმაღლესი თანამდებობები სეფეწულებს უნდა სჭეროდათ. შემდეგ სეფეწულები შორდებიან მთავარ სამეფო შტოს და ყალიბდებიან ქართლის არისტოკრატიის უმაღლეს ფენად, რომელსაც მთავართა და ერისთავთა სახლების შვილებიც მიეკუთვნებოდნენ.
ტერმინი „სეფეწული“ ადრინდელი ფეოდალური ხანის შემდეგ აღარ იხმარებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985.