სეფეს მაცხოვრის ეკლესია

სეფეს მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტორული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფეს სასაფლაოზე, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი ორივე მხრიდან ბრტყელადაა გადახურული. აღმოსავლეთით მოკლე მხრებით და მათზე დაყრდნობილი ბრტყელი თაღით გამოყოფილი სწორკუთხა საკურთხეველია. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, რომელსაც საფეხურებად დამუშავებული რაფა აქვს. ასეთივე სარკმელია დასავლეთითაც. საკურთხევლის გვერდით კედლებშ ოთხი სწორკუთხა ნიშია. მათგან სამი სამხრეთითაა, ერთი- ჩრდილოეთით. საკურთხევლის შუაში დგას კუბური ფორმის ტრაპეზი. მეორე ტრაპეზი ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშია, რომელიც სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. საკურთხევლის ბაქანი ეკლესიის იატაკის მიმართ საფეხურებითაა შემაღლებული. მას ორი ნახევარწრიული ამბიონი აქვს. ერთი შუა ნაწილშია მეორე ჩრდილოეთ კედელთან. დარბაზის კამარა ორ შეკიდებულ საბჯენ თაღს ეყრდნობა. მათგან ერთი კამარის შუაშია, მეორე- დასავლეთ კიდეში. ინტერიერი და ფასადები შეღებილი და შეთეთრებულია. კედლები თაროსებრი ლავგარდნითაა დასრულებული. ეკლესია გადახურულია ფიქლის ორფერადი სახურავით. ეკლესიაზე დასავლეთიდან გეგმით კვადრატულია. ერთსართულიანი სამრეკლოა მიშენებული. სამრეკლოს ოთხ კვადრატულ ბურჯზე დაყრდნობილი ნახევაწრიული თაღებითაა გახსნილი. გადახურულია თუნუქის პირამიდული სახურავით.

ლიტერატურა

რედაქტირება