სეტემან შარვაშიძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შარვაშიძე.

სეტემან შარვაშიძე — აფხაზთა მთავარი დაახლ. 1620-1635 წლებში, მისი ასული თამუნია ცოლად ჰყავდა სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანს, რომელიც თავის სიმამრთან და მამია გურიელთან ერთად იმერეთის მეფე გიორგი III-ს ებრძოდა.

სეტემან შარვაშიძე

ლევან დადიანმა თამუნიას ღალატი დასწამა, ცხვირი და ყურები დააჭრა და მამას მიუბრუნა. განრისხებულმა სეტემანმა მარბიელი ლაშქრობა მოაწყო სამეგრელოს წინააღმდეგ, მაგრამ მარცხი განიცადა და 1626 წელს იძულებული გახდა დაზავებულიყო.

ლიტერატურა

რედაქტირება