სერ თომას ლიპტონის თასი
სერ თომას ლიპტონის თასი — საფეხბურთო შეჯიბრი, რომელიც ჩატარდა ტურინში (იტალია) ორჯერ, 1909 და 1911 წლებში. შეჯიბრს ასევე ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში.[1] თასი ატარებდა შოტლანდიელი ბარონეტის, სერ თომას ლიპტონის სახელს.
ტურნირზე თავიანთი გუნდები გაგზავნეს იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის ფედერაციებმა, თუმცა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ უარი თქვა კლუბის გაგზავნაზე. სამაგიეროდ, ლიპტონმა მიიწვია ინგლისის სამოყვარულო კლუბი – დასავლეთ ოკლენდის გუნდი. დასავლეთ ოკლენდის გუნდმა მოახერხა 1909 წლის ტურნირში გამარჯვება, ორი წლის შემდეგ კი – ტიტულის დაცვა. 1911 წელს, ფინალში მასპინძელი „იუვენტუსი“ დაამარცხა, ანგარიშით 6–1.
1994 წლის იანვარში თასი, რომელიც დასავლეთ ოკლენდის გუნდს გადაეცა, მოიპარეს, თუმცა დღემდე გუნდში ინახება თასის რეპროდუქცია.
1909 წლის ტურნირირედაქტირება
მონაწილეებირედაქტირება
- „ტორინო XI“ (იტალია) (ძირითადად დაკომპლექტდა იუვენტუსისა და ტორინოს მოთამაშეებით)
- „სპორტფრენდი“ შტუდგარტი (გერმანია)
- დასავლეთ ოკლენდის გუნდი (ინგლისი)
- „ვინტერტური“ (შვეიცარია)
შედეგებირედაქტირება
- ნახევარფინალი
11 აპრილი, 1909 |
სპორტფრენდი შტუდგარტი | 0-2 | დასავლეთ ოკლენდის გუნდი | |
---|---|---|---|---|
ვითინგტონი 10, დიკინსონი 88 (პენ) |
11 აპრილი, 1909 |
ტორინო XI | 1-2 | ვინტერტური | |
---|---|---|---|---|
ფ. ბერარდო 13 | ლანგი 25, 55 (პენ) |
- მესამე ადგილისათვის
12 აპრილი, 1909 |
ტორინო XI | 2-1 | სპორტფრენდი შტუდგარტი | |
---|---|---|---|---|
დე ბერნარდი35, ზუფი II 75 | კიპი 15 |
- ფინალი
12 აპრილი, 1909 |
დასავლეთ ოკლენდის გუნდი | 2-0 | ვინტერტური | |
---|---|---|---|---|
რ. ჯონსი 6 (პენ), ჯ. ჯონსი 8 |
1911 წლის ტურნირირედაქტირება
მონაწილეებირედაქტირება
- „იუვენტუსი“ (იტალია)
- „ციურიხი“ (შვეიცარია)
- დასავლეთ ოკლენდის გუნდი (ინგლისი)
- „ტორინო“ (იტალია)
შედეგებირედაქტირება
- ნახევარფინალი
ციურიხი | 0-2 | დასავლეთ ოკლენდის გუნდი | ||
---|---|---|---|---|
იუვენტუსი | გაიმარჯვა იუვენტუსმა | ტორინო | ||
---|---|---|---|---|
- მესამე ადგილისათვის
ტორინო | 2-1 | ციურიხი | ||
---|---|---|---|---|
- ფინალი
17 აპრილი, 1911 |
იუვენტუსი | 1-6 | დასავლეთ ოკლენდის გუნდი | |
---|---|---|---|---|
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ (ინგლისური) West Auckland - Winners of the First World Cup 1909 & 1911 დაარქივებული 2001-07-09 საიტზე Wayback Machine. . / West Auckland Web. წაკითხვის თარიღი: 13 დეკემბერი, 2010.