სერ გავეინი და მწვანე რაინდი
„სერ გავეინი და მწვანე რაინდი“ (ინგლ. Sir Gawain and the Green Knight) — XIV საუკუნის ალიტერაციული პოემა , სარაინდო რომანი, რომელიც ეძღვნება მეფე არტურის ძმიშვილის, სერ გავეინის თავგადასავალს. პოემა ასახავს რაინდობის სულისკვეთებასა და სიტყვისადმი ერთგულებას. პოემაში გამოყენებული სახეები წარმოიშვა კელტურ, გერმანულ და სხვა ფოლკლორულ-მითოლოგიურ ტრადიციებში.[1][2].
„სერ გავეინი და მწვანე რაინდი“ | |
---|---|
ინგლ. Sir Gawain and the Green Knight | |
| |
ავტორი | უცნობია |
ქვეყანა | ინგლისი |
ენა | ინგლისური ენა |
გამომცემელი | University of Chicago Press |
გამოცემის თარიღი | XIV საუკუნე |
მთარგმნელი | ქართულ ენაზე თარგმანი არ არსებობს, საშუალოინგლისური ენიდან თანამედროვე ინგლისურ ენაზე თარგმნა ჯონ რონალდ რუელ ტოლკინმა |
„სერ გავეინი და მწვანე რაინდი“ არის სარაინდო რომანის მნიშვნელოვანი მაგალითი, რომელშიც არის ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი სიუჟეტი — გმირი სხვადასხვა გამოცდას გადის, რომლებიც მის პიროვნულ თვისებებს ამოწმებენ. პოემის განსხვავებული კრიტიკული განხილვები - დაწყებული ქრისტიანულით და დამთავრებული ფემინისტურით, ცხადყოფს თემებს, მაგალითად კონფლიქტს ინგლისისა და უელსის მოსახლეობას შორის.
ინგლისურენოვან ქვეყნებში ნაწარმოებისადმი ინტერესი შენარჩუნებულია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის თარგმანის წყალობით. არსებობს ასევე საიმონ ერმიტიჯისა და ჯონ გარდნერის თარგმანები საშუალოინგლისური ენიდან თანამედროვე ინგლისურზე. ქართულ ენაზე ნაწარმოები ნათარგმნი არ არის.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Norton Anthology of English Literature / Ed. Stephen Greenblatt, New York, London: W. W. Norton and Co., 2006. — P. 19-21; 160—161, ISBN 0-393-92833-0. Invalid ISBN.
- ↑ Web Resources for Pearl-poet Study: A Vetted Selection. კალგარის უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 2007-04-01.