სერჯო კანავერო
სერჯო კანავერო (იტალ. Sergio Canavero; დ. 29 დეკემბერი 1964, ტურინი, იტალია) — იტალიელი ნეიროქირურგი და ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1989).[1] მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ყურადღება მიიპყრო 2015 წელს თავისი განცხადებით, რომ იგი შეძლებს და შეასრულებს ადამიანის თავის გადანერგვის პირველ წარმატებულ ოპერაციას, რომელიც ჩაუტარდება ვერდნიგ-ჰოფმანის ავადმყოფობით დაავადებულ რუს პროგრამისტ — ვალერი სპირიდონოვს. აღნიშნული დაავადება განუკურნებადად ითვლება. ჟურნალ „The Independent“-ის მიხედვით, პაციენტი გახდება ჩინეთის მოქალაქე. 36 საათიანი ოპერაციის ჩატარება დაგეგმილია 2018 წლის დასაწყისში.[2]
სერჯო კანავერო | |
---|---|
დაბადების თარიღი |
29 დეკემბერი 1964 ტურინი, იტალია |
ეროვნება | იტალიელი |
მოქალაქეობა | იტალია |
პროფესია |
ნეიროქირურგია ავტორი |
მშობლები |
მამა: სტეფანო დედა: ლინა |