სერო-დე-ლას-ანიმასი
სერო-დე-ლას-ანიმასი (ესპ. Cerro de las Ánimas) — მთა ურუგვაიში, ქვეყნის მეორე უმაღლესი წერტილი, ზღვის დონიდან 501 მეტრზე.
სერო-დე-ლას-ანიმასი | |
---|---|
სერო-დე-ლას-ანიმასი | |
კოორდინატები: 34°45′07″ ს. გ. 55°19′10″ დ. გ. / 34.75194° ს. გ. 55.31944° დ. გ. | |
ქვეყანა | ურუგვაი |
ტერიტორიული ერთეული | მალდონადოს დეპარტამენტი |
სიმაღლე | 501 მ |
ქედი | სიერა-დე-ლას-ანიმასი |
მდებარეობს მალდონადოს დეპარტამენტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პირიაპოლისის მუნიციპალიტეტში, სიერა-დე-ლას-ანიმასის ბორცვების ქედზე.
1973 წლამდე სერო-დე-ლას-ანიმასი ურუგვაის უმაღლეს წერტილად მიიჩნეოდა, სანამ მეცნიერთა ჯგუფი დაადგენდა, რომ მასზე მაღალი სერო-კათედრალია, ზღვის დონიდან 513,66 მეტრზე.