სერო-ბატოვი
სერო-ბატოვი (ესპ. Cerro Batoví) — ბორცვი ურუგვაიში, ზღვის დონიდან 224 მეტრზე. მდებარეობს ქალაქ ტაკუარემბოდან 25 კილომეტრში.
სერო-ბატოვი | |
---|---|
სერო-ბატოვი | |
კოორდინატები: 31°52′33″ ს. გ. 56°00′41″ დ. გ. / 31.87583° ს. გ. 56.01139° დ. გ. | |
ქვეყანა | ურუგვაი |
ტერიტორიული ერთეული | ტაკუარემბოს დეპარტამენტი |
სიმაღლე | 224 მ |
ქედი | კუჩილია-დე-აედო |
სერო-ბატოვი მდებარეობს ტაკუარემბოს დეპარტამენტში, კუჩილია-დე-აედოს ბორცვიან მასივში. გუარანის ენაზე „ბატოვი“ ნიშნავს ქალწულის ძუძუს. ბორცვის ფორმა უცნაურია და ძუძუს წააგავს.
სერო-ბატოვი ტაკუარემბოს დეპარტამენტის სიმბოლოდ მიიჩნევა.