სერვეიორი (კოსმოსური პროგრამა)

სერვეიორი (ინგლ. Surveyor — „ტოპოგრაფი“, „ინსპექტორი“) — სახელწოდება მთვარის კვლევის ამერიკული პროგრამისა და იმ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგურების (ასს) სერიისა, რომლებსაც 1960-1968 წლებში უშვებდნენ აშშ-ში. ამ სადგურთა მეშვეობით განხორციელდა მთვარისა და მისი მახლობელი კოსმოსური სივრცის კვლევის პროგრამა. 1966 წლის 2 ივნისს NASA პროექტის ფარგლებში, „სერვეიორ 1“-მ განახორციელა რბილი დაშვება მთვარეზე. სერვეიორის მიზანი იყო მთვარის გრუნტის მექანიკური, ქიმიური და ფიზიკური თვისებების შესწავლა; ზედაპირის ფოტოგადაღება; ასტრონომიული დაკვირვებების ჩატარება მზეზე, პლანეტებზე, ვარსკვლევებზე; მთვარეზე დაშვების ტექნიკური ამოცანის გადაწყვეტა. ჰქონდა ძრავული და ენერგეტიკული დანადგარები (ქიმიური და მზის ბატარეები), რადიოტექნიკური მოწყობილობა, მართვისა და ორიენტირების სისტემები, სათანადო სამეცნიერო აპარატურა და პანორამული სატელევიზიო კამერა. „სერვიორის“ მაქსიმალური დიამეტრია 4.3 მ, სიმაღლე 3 მ, სასტარტო მასა ≈1000 კგ; უშვებდნენ რაკეტა-მატაერებლით „ატლას-ცენტავრი“ სულ გაუშვეს 7 აპარატი, რბილად დაეშვა მთვარეზე 5.

„სერვეიორ 1“

„სერვეიორ 2“

„სერვეიორ 3“

„სერვეიორ 4“

„სერვეიორ 5“

„სერვეიორ 6“

„სერვეიორ 7“

ლიტერატურა

რედაქტირება