სერგო ესტატეს ძე ვაშაყმაძე (დ. 3 მარტი, 1901, სოფ. სალხინო, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, — გ. 16 მარტი, 1995, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, მათემატიკოსი. საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1961).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1931). 1924–1927 წლებში მუშაობდა სოხუმის 9-წლიან ქართულ სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად, ხოლო 1931–1980 — თბილისის სხვადასხვა სკოლაში. მათემატიკაში მოსწავლეთა შორის პირველი ოლიმპიადის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1933, თბილისის №26 საცდელ-საჩვენებელი სკოლა) საბჭოთა კავშირში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ჩემი გამოცდილებიდან, თბ., 1985.
  • У истоков олимпиадного движения, «Квант», 1979, №11.

ლიტერატურა

რედაქტირება