სერგო დანდუროვი (დ. 1867, თბილისი – გ. უცნობია) — სოციალ-დემოკრატი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

საშუალო განათლება თბილისში მიიღო. პროფესიით აგრონომი. აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრაქციის წევრი. რუსეთის 1905-1907 წლების რევოლუციის დროს იყო რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თელავში. 1918 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით გახდა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. გაწევრიანებული იყო პარლამენტის სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. მუშაობდა სურსათის მომარაგების კომისიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 125.
  • სიმაშვილი, თენგიზ. თელავი - ძალისმიერი სტრუქტურები, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ვითარება მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში. თბ., 2017.