სერგო გუბელი ნამდვილი გვარი მეძმარიაშვილი (დ. 1892, ქუთაისი — გ. 1929) — ქართველი რევოლუციონერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1906 წლიდან იყო რსდმპ-ის წევრი. რევოლუციონერობისთვის არაერთხელ დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1905-1907 წლების პერიოდში იყო ბაქოს ბოლშევიკური ორგანიზაციის მებრძოლი რაზმის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა ბაქოს პოლიტიკურ გაფიცვებში. 1911 წელს დააპატიმრეს და 20 წელი კატორღა მიუსაჯეს. აქტიურად მონაწილეობდა 1918 წელს აფხაზეთში ბოლშევიკურ გადატრიალებაში. შემდეგ გადავიდა თერგის რესპუბლიკაში და ხელმძღვანელობდა თეთრი გვარდიის წინააღმდეგ ბრძოლას. 1919 წელს არალეგალურად ჩავიდა თბილისში და 1920 წელს ეწეოდა საქმიანობას ბათუმში. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს დანიშნეს ჯერ ბათუმის რევკომის, შემდეგ საქართველოს კომპარტიის ბათუმის საოლქო კომიტეტის წევრად.

ლიტერატურა

რედაქტირება