სერგო გერსამია
სერგო ლუკას ძე გერსამია (დ. 11 ივნისი, 1892, ქუთაისი, — გ. 8 იანვარი, 1968, თბილისი) — ქართველი თეატრმცოდნე, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.
დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია (1911). იმავე წელს გამოსცა იუმორისტული ალმანახები „მაშხალა“ და „ნემსი“. 1913 წლიდან სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში ათავსებდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ხასიათის წერილებს. 1914 წელს იყო ქუთაისში გამომავალ გაზეთ „ჩვენი ერის“ რედაქტორ-გამომცემელი. იმავე წელს მთავრობამ გაზეთი სამუდამოდ დახურა, თავად გერსამიას კი ათი დღის პატიმრობა მიუსაჯა.
1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა პირველი რესპუბლიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილების, დრამატული საზოგადოების, სამუსიკო საზოგადოების და საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; დასავლეთ საქართველოში ერობათა კავშირის რწმუნებული. საბჭოთა პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებაში, 1938–1957 წლებში — საქართველოს თეატრის მუზეუმში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- სოხუმის თეატრი (ავტორი). - სოხუმი, საქპოლიგრაფგამომც. სტ. ქ. სოხუმში, 1951.
- გიორგი ერისთავის თეატრი (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1950.
- აკაკი წერეთელი და ქართული თეატრი (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1949.
- ქუთაისის თეატრი (1861-1920) (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1947.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 601.
- „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი“: იოსებ იმედაშვილი // I ტომი. - თბილისი, ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა, 2018. - გვ. 567.