ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სერგო არუთინოვი (დ. 29 მაისი, 1951) — სომეხი ექიმი, მეცნიერი.

1975 წელს დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო სტომატოლოგიური ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი.

1975 წელს ინტერნატურის კურსი გაიარა რესპუბლიკურ სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში.1976–1982 წლებში მუშაობდა გორის სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში. 1982–1995 წლებში რესპუბლიკურ სტომატოლოგიურ პოკლინიკაში. 1995 წლიდან ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრის გამგედ. ავტორია 127 სამეცნიერო ნაშრომის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი საკანდიდატო დისერტაცია. აქვს 22 საავტორო მოწმობა და პატენტი. ექიმი–სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს სტომატოლოგთა დახელოვნების ინსტიტუტის პროფესორი.

1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „გართულებათა პროფილაქტიკა მეტალოკერამიკის პროტეზების გამოყენების დროს“.

1999 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა — „სახის ქვედა მესამედის შემცირების ორთოპედიული მკურნალობის პათოგენეტიკური საფუძვლები“.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1996 - ოქროს მედალი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000 გვ. 19

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება