სერაფიმო-პონეტაევის მონასტერი

სერაფიმო-პონეტაევის მონასტერი (რუს. Серафимо-Понетаевский монастырь) — მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის სოფელ პონეტაევკაში . დაარსებულია 1864 წელს. ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

სერაფიმო-პონეტაევის მონასტერი
სერაფიმო-პონეტაევის მონასტერი — რუსეთი
სერაფიმო-პონეტაევის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°07′01″ ჩ. გ. 43°53′11″ ა. გ. / 55.11694° ჩ. გ. 43.88639° ა. გ. / 55.11694; 43.88639
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა პონეტაევკა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5230440000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1864

მონასტრის ერთ-ერთ ნაწილში მდებარეობს დივეევოს მონასტრის სკიტე.

1864 წელს გენერალ-მაიორ ე. ა. კოლევის ქალიშვილმა სერაფიმ საროველის პატივისცემის ნიშნად, თავის კარმიდამოში დააარსა ქალთა თემი[1], ხუთი წლის შემვეგ საზოგადოება გადაიქცა დედათა მონასტრად[1].

მონასტერში დაცულია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი „ზეციური სასწაული“, რომელიც დაწერილია 1879 წელს მორჩილ კლავდია ვოილოშნიკოვას მიერ[1]. ხატი ცნობილი გახდა 1885 წლის 14 მაისს, გამოსახულების სასწაულებრივი ბრწინვალებისა და მისი თვალების მოძრაობის საფუძველზე. ასევე მის წინაშე ლოცვით ავადმყოფთა განკურნების უნარით[1].

საბჭოთა მმართველობის დამყარების შემდეგ მალევე, 1925 წელს, მონასტერი დახურეს[1].

2009 წლის მდგომარეობით ერთ-ერთი კორპუსის ნაწილში განთავსდა სკიტე[1]. ამ კორპუსზე დაამონტაჟეს გუმბათი და ჯვარი[1]. დანარჩენ კორპუსებში განათავსეს ინტერნატი სულიერი ავადმყოფებისათვის[1], ხოლო სამრეკლოიან შენობაში ინტერნატის ადმინისტრაცია. სკოლა განათავსეს მომლოცველთა ოთახების ყოფილ შენობაში. 2010 წლიდან სკოლა დახურეს.

2010 წლის 30 იანვარს პონეტაევის სკიტეში შედგა სერაფიმო-პონეტაევის მონასტრის დახურვიდან პირველი საღვთო ლიტურგია, რომელიც შეასრულა მთავარეპისკოპოსმა[2]. ამავე წლის 25 სექტემბერს ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტმა გიორგიმ აღასრულა ტაძრის კურთხევა ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელზე[3].

მონასტრის წინამძღვრები იყვნენ: ევპრაქსია (გლიკერია ზანიატოვა), იღუმენია (1870-1893 წწ.) 1864 წლიდან საზოგადოების მეთაური. ნექტარია (სიმიკოვა), იღუმენია (1894-1917 წწ.). ევპრაქსია (პრასკოვია ზანიატოვა), იღუმენია (18 აპრილი, 1917-1927 წწ.).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 9 ноября исполнится 145 лет со времени учреждения Серафимо-Понетаевского женского монастыря[მკვდარი ბმული], Нижегородская епархия, 27 октября 2009 года
  2. Восстановление Понетаевского скита. Свято-Троицкий Серафимо-Дивеевский монастырь (30 января 2010 года). ციტირების თარიღი: 2010-02-24.[მკვდარი ბმული]
  3. В селе Понетаевка Шатковского района митрополит Георгий освятил храм в честь иконы Божией Матери «Всех скорбящих Радость» დაარქივებული 2013-09-28 საიტზე Wayback Machine. , Сайт Нижегородской митрополии. Текст Алексея Романова и Андрея Рукавишникова, 25 сентября 2013 года