სენტი
სენტის ტაძარი — მდებარეობს სოფელ სენტაში მდინარე თებერდის სანაპიროზე შემაღლებულ ადგილას. მისი აგების დაახლოებითი თარიღია X საუკუნე. სახელწოდება ქართულ სვეტს, სვეტიცხოველს უნდა უკავშირდებოდეს.
არქიტექტურა
რედაქტირებატაძრის არქიტექტურული აღწერა პირველად მოგვცა გერმანელმა მეცნიერმა ჯოზეფ ბერნარდცმა 1829 წელს. გეგმით ტაძარი წარმოადგენს თანაბარმკლავიან ჯვარს სამი ეკვდერით. შენობის სიგრძე და სიგანე 8 მეტრია. ნაგებია ქვიშაქვით კარგად თლილი ბლოკებით და კირხსნარით.
ტაძარი გამორჩეულია თავისი ფრესკებით. შესრულებულია თეთრი, წითელი და მუქი ყავისფერი საღებავებით. ცენტრალური ფიგურა არის ღვთისმშობელი, რომელსაც ხელები ზეცისკენ აქვს აპყრობილი. საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე გამოსახულია წმინდანთა ორი ჯგუფი, თითოეულზე ოთხი ფიგურაა.
ტაძრის შესწავლის დროს აღმოჩნდა ბერძნულად შესრულებული წარწერა, რომელიც ქართულად ასე იკითხება:
„ღვთისმშობლის ტაძარი განაახლეს ნიკიფორეს მეფობის დროს, ალანიის მფლობელების დავითის და მარიამის დროს, დასაბამითგან 6473 წლის 2 აპრილს წმინდა ანტიპასხის ხსენების დღეს ალანეთის მიტროპოლიტ თეოდორეს შემწეობით[1].“
|
ლიტერატურა
რედაქტირება- თ. მიბჩუანი, მეგობრობის სათავეებთან, თბ., 1986
- Кузнецов В., христианство на северном кавказе до XV в, вл. 2002
- Виноградов А.Ю, ФРЕСКИ СЕНТИНСКОГО ХРАМА, Российская археология, N1, 2005
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Виноградов А.Ю, ФРЕСКИ СЕНТИНСКОГО ХРАМА, Российская археология, N1, 2005 с. 79