სენოტი
სენოტი (ესპ. cenote) — ბუნებრივი ჭა ან მცირე ტბა გარშემო კლდის შვერილებით. სენოტს მაიას ტომები წყლის ჭებად და მსხვერპლშესაწირ ადგილად იყენებდნენ. ყველაზე ცნობილი სამსხვერპლო ადგილია წმინდა სენოტი ჩიჩენ-იცაში. მაიას ენაზე სენოტი ჟღერდა როგორც „ცონოტ“ — რაღაც ღრმა.
მაიას ტომებს სენოტები „საიქიოს კარიბჭედ“ მიაჩნდათ, ხოლო ამ ჭებიდან ამოღებული წყალი — წმინდად. სენოტების გაჩენა წვიმისა და ჩამდინარე წყლებს უკავშირდება, რომლებიც მიწისქვეშა მდინარეებს უერთდება.
სენოტების უმეტესი ნაწილი ნახევარკუნძულ იუკატანზეა აღმოჩენილი.
იუკატანის ზოგიერთი სენოტი, მაგალითად, დოს-ოხოსი (ესპ. Dos Ojos) და ჩაკ-მოლი (Chac Mol) დაივინგის მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Sistema Zacatón
- Volcanic karstification of Sistema Zacaton, Mexico (Gary, Sharp, 2006) დაარქივებული 2011-07-18 საიტზე Wayback Machine.
- სენოტში ფორმაციის ეტაპები (ინგლ).
- Doline, Sinkhole, Cenote
- სენოტები ჩიჩენ-იცაში
- Quintana Roo Speleological Survey (QRSS)
- Year 1999 Cenotes Conference in Perugia, Italy
- Maps of Chicxulub and Ring of Cenotes დაარქივებული 2007-10-10 საიტზე Wayback Machine.