სესნოკი
(გადამისამართდა გვერდიდან სენოკი)
სესნოკი (ინგლ. Cessnock) — ქალაქი სამხრეთ ავსტრალიის შტატ ახალ სამხრეთ უელსში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 20 013 ადამიანს[1]. სესნოკი 52 კილომეტრითაა დაშორებული ქალაქ ნიუკასლს, ხოლო 154 კილომეტრით შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ სიდნეის. ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 80 მეტრზე. სენოკის ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი შეადგენს 747,5 მმ-ს, ქალაქი რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული წყნარ ოკეანეს.
ქალაქი | |
---|---|
სესნოკი ინგლ. Cessnock | |
ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა | |
ქვეყანა | ავსტრალია |
შტატი | ახალი სამხრეთი უელსი |
კოორდინატები | 32°50′00″ ს. გ. 151°21′00″ ა. გ. / 32.83333° ს. გ. 151.35000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 80 მ |
მოსახლეობა | 20 013 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+10, ზაფხულში UTC+11 |
საფოსტო ინდექსი | 2325 |