სენეგამბიის მეგალითური წრეები
სენეგამბიის მეგალითური წრეები გადაჭიმულია გამბიისა და სენეგალის ტერიტორიებზე. ქვები დაახლოებით ახ. წ. VIII საუკუნეში აღმართეს ადრეულ საფლავებზე. თითოეული წრე შედგება 10-24 ქვისაგან, რომელთა სიმაღლეც 1-1,25 მეტრია. ისინი ძირითადად ლატერიტისგანაა დამზადებული. ასეთი წრეების რიცხვი 1000-ს შეადგენს. ყველაზე დიდი რაოდენობის წრეები თავს იყრის სოფელ ვასაუსთან სადაც შექმნილია მუზეუმი.
სენეგამბიის მეგალითური წრეები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გამბია, სენეგალი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 13°41′28″ ჩ. გ. 15°31′21″ ა. გ. / 13.69111° ჩ. გ. 15.52250° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2006 (30-ე სესია) |
ნომერი | 1226 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1226 ინგლ. • რუს. • ფრ. |
2006 წელს, ქვის წრეები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც
შედგება ქვის წრეების ოთხი ფართო ჯგუფისგან, რომლებიც წარმოადგენს 1000-ზე მეტი მონუმენტის განსაცვიფრებელ კონცენტრაციას, განფენილს 350 კმ სიგრძეზე მდინარე გამბიის გასწვრივ.