სემ ფელეკი (სომხ. Cem Fələk; დ. 12 მაისი, 1996, ბუხენი, გერმანია) — აზერბაიჯანელი ფეხბურთელი. პოციზიციით შემტევი ნახევარმცველი. ამჟამად თამაშობს კვიპროსის კლუბ „არისში“.

სემ ფელეკი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
12 მაისი, 1996 (1996-05-12) (27 წლის)
დაბადების
ადგილი
ბუხენი, გერმანია
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
არისი
ნომერი 80
ახალგაზრდული კარიერა
2008 - 2013 აინტრახტი ფრანკფურტი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2015 - 2017 ფატიჰ კარაგუმრუკი 0 (0)
2015 - 2016   ანთალიასფორი 0 (0)
2017 - 2018 როვანიემენ პალოსეურა 11 (0)
2018 სტეინბაჩ ჰაიგერი 9 (0)
2018 ტალინი 14 (4)
2019 - კოუპიონ პალოსეურა 0 (0)
2019   კოუფიო ფუტის-98 6 (2)
2019 -   არისი 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2010 თურქეთის 15-წლამდელთა 1 (0)
2012 აზერბაიჯანის 17-წლამდელთა 11 (5)
2014 აზერბაიჯანის 19-წლამდელთა 3 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა რედაქტირება

ახალგაზრდული კარიერა რედაქტირება

გერმანიაში, ბუხენში დაბადებულმა სემ ფელეკმა ახალგაზრდული კარიერის უმეტესი ნაწილი გერმანულ კლუბ აინტრახტ ფრანკფურტში გაატარა. ახალგაზრდულ დონეზე 1000-ზე მეტი გოლის გატანის გამო, 2010 წელს მისი სახელი ესპანეთის გიგანტურ კლუბ ბარსელონას დაუკავშირდა.[1] 2014 წელს იგი მოხვდა „შოტლანდიის პრემიერშიფის“ კლუბ ბოჩუმში.[2] იგი კლუბში ერთი წლის განმავლობაში რჩებოდა.

ფატიჰ კარაგუმრუკი რედაქტირება

2015 წელს, ფელიკის სახელი დაუკავშირდა თურქეთის გიგანტურ კლუბ გალათასარაის.[3] თუმცა, ნაცვლად გალათასარაისა, იგი ამავე წლის ივლისში თურქეთის მეორე ლიგის კლუბ ფატიჰ კარაგუმრუკი-ს შეუერთდა.

ანთალიასფორი რედაქტირება

2015 წლის აგვისტოში ფელეკი იჯარით გადავიდა კლუბ ანთალიასპორში, სადაც იგი კლუბის B გუნდში თამაშობდა.[4] ალტალიასფორის ძირითად გუნდში მისი დებიუტი შედგა 2016 წლის 21 იანვარს, თურქეთის თასის ეგიდით გირესანპორის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში; თამაში ატალიასფორის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. სემ ფელეკმა აგრეთვე ითამაშა თუქრეთის თასის ჯგუფური ეტაპშიც: ფერენბახჩეს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში იგი 74-ე წუთზე ლიონელ ენგაენს შეენაცვლა; თამაში 2016 წლის 27 იანვარს გაიმართა და 0:0 დასრულდა.

როვანიემენ პალოსეურა რედაქტირება

2017 წლის იანვარში სემ ფელეკი შეუერთდა ფინურ კლუბ როვანიემენ პალოსეურას.[5] როვანიემენ პალოსეურა მაისურით, ვეიკაუსლიგაში, მისი დებიუტი შედგა 2017 წლის 17 აპრილს ვასან პალოსეურას წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში. მან კლუბისთვის პირველი გოლი გაიტანა ფინეთის თასის მატჩზე: როვანიემენ პალოსეურასა და ოულუნ პალოსეურას შორის გამართულ თამაშში; აღნიშნული თამაში შედგა 2017 წლის 11 თებერვალს და გაიმარჯვა ფელეკის გუნდმა ანგარიშით 9:0.[6]

კოუპიონ პალოსეურა რედაქტირება

ფელეკი ფინეთში 2019 წლის სეზონში დაბრუნდა. მისი კოუპიონ პალოსეურასთან შეთანხმება 2018 წლის 3 დეკემბერს გამოცხადდა.[7]

საერთაშორისო კარიერა რედაქტირება

2010 წელს მან ერთი თამაში ჩაატარა თურქეთის ეროვნულ 15-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებში; აღნიშნული შეხვედრა ნიდერლანდების წინააღმდეგ შედგა და გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.[8] იგი აგრეთვე წარმოადგენდა აზერბაიჯანის 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს. 2012 წლის ივნიში, სემ ფელეკი დაეხმარა აზერბაიჯანის 17-წლამდელთა ნაკრებს, რათა კასპიის თასზე ვერცხლის მედალი მოეგო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Barcelona 14 yaşındaki Türk'ü kaptı Turkish. Spor Arena (2 April 2010). ციტირების თარიღი: 5 May 2017.
  2. Feature on Cem Felek. Aberdeen F.C. (14 October 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 5 May 2017.
  3. Galatasaray'dan sürpriz transfer ! Cem Felek... Turkish. Haber3 (9 August 2015). ციტირების თარიღი: 5 May 2017.
  4. Cem Felek Antalyaspor’da Turkish. Antalyaspor (29 August 2015). ციტირების თარიღი: 5 May 2017.
  5. Cem Felek vakuutti testeissä - sopimus allekirjoitettiin tänään Finnish. RoPS (20 January 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 5 May 2017.
  6. „Ottelupöytäkirja“. palloliitto.fi. 11 February 2017.[მკვდარი ბმული]
  7. Kuopion Palloseura ja keskikenttäpelaaja Cem Felek pelaajasopimukseen დაარქივებული 2019-04-02 საიტზე Wayback Machine. , kups.fi, 3 December 2018
  8. Milli Maçlar Turkish. TFF. ციტირების თარიღი: 5 May 2017.