ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ეს სტატია პოლიტიკურ მოღვაწეს ეხება. მხატვრის შესახებ იხილეთ სემიუელ სტილმან ოსგუდი.

სემიუელ ოსგუდი (ინგლ. Samuel Osgood; დ. 3 თებერვალი, 1747 – გ. 12 აგვისტო, 1813) — მასაჩუსეტსის წარმომადგენელი კონტინენტალურ კონგრესზე, აშშ-ის ფოსტის პირველი ხელმძღვანელი.

სემიუელ ოსგუდი

ადრეული წლები

რედაქტირება

1630 წელს ინგლისიდან, ქალაქ ანდოვერიდან, მასაჩუსეტსში ჩამოვიდა ჯონ ოსგუდი. 1642 წელს მან დააარსა ქალაქი, რომელსაც თავისი მშობლიური ქალაქის სახელი, ანდოვერი, უწოდა. სემიუელ ოსგუდი იყო მისი შვილიშვილის კაპიტანი პიტერ ოსგუდის შვილი.

სემიუელი სწავლობდა ჰარვარდის კოლეჯში, 1770 წელს მან თეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.[1] იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში და ადგილობრივი მილიციის რამზში ჩაეწერა მოხალისედ. 1774 წლის კოლონიალურ ასამბლეაზე წარგზავნილი იქნა ქალაქის წარმომადგენლის რანგში.

რევოლუცია

რედაქტირება

ლექსინგტონისა და კონკორდის ბრძოლებში ოსგუდი ხელმძღვანელობდა ადგილობრივ მოხალისეთა რაზმს. მას შემდეგ, რაც ბრიტანელებმა უკან დაიხიეს, ოსგუდი და მისი რაზმი მათ უკან გაჰყვა და მონაწილეობა მიიღო ბოსტონის აღებაში. 1776 წელს ბოსტონის აღების წარმატებით დასრულების შემდეგ ოსგუდმა დატოვა არმია და პროვინციულ კონგრესში დაბრუნდა. 1780 წელს ის აირჩიეს შტატის სენატში.

ნიუ-იორკი

რედაქტირება

1789 წელს პრეზიდენტმა ვაშინგტონმა ოსგუდი ფოსტის პირველ ხელმძღვანელად დანიშნა. როდესაც გადაწყდა, რომ ხელისუფლება ფილადელფიაში უნდა დამჯდარიყო და იქიდან ემართა ქვეყანა, ოსგუდმა ნიუ-იორკში დარჩენა გადაწყვიტა და 1791 წელს დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

1800 წელს ოსგუდი ნიუ-იორკის საკრებულოში აირჩიეს, სადაც 1803 წლამდე მსახურობდა სპიკერად. 1803 წელს იგი დანიშნეს ნიუ-იორკის საზღვაო პორტის მთავარ ოფიცრად, ამ თანამდებობაზე იგი სიკვდილამდე მსახურობდა. 1812 წელს ის აირჩიეს ნიუ-იორკის საქალაქო ბანკის პირველ პრეზიდენტად, მოგვიანებით ცნობილი როგორც Citibank - დღევანდელი Citigroup-ის წინამორბედი.[1][2]

ოსგუდი 1813 წელს გარდაიცვალა, ნიუ-იორკში, დაკრძალულია ნიუ-იორკში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Samuel Osgood (April 1889). Mrs. William C. Eddy (granddaughter), ed. "Sketch of the Life of Samuel Osgood". The Magazine of American History with Notes and Queries. 21 (4): 324–8.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 University of Virginia's Miller Center of Public Affairs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-07. ციტირების თარიღი: 2017-11-30.
  2. SAMUEL OSGOOD. Osgoode Family Association. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2010.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სემიუელ_ოსგუდი“-დან