სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადამსი.

სემიუელ ადამსი (ინგლ. Samuel Adams; დ. 27 სექტემბერი, 1722, ბოსტონი — გ. 2 ოქტომბერი, 1803, იქვე) — ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი. ჩრდილოეთ ამერიკის ინგლისური კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის (1776-1783) ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

პოლიტიკურ საქმიანობამდე კომერსანტი იყო. შემდგომ სათავეში ჩაუდგა რევოლუციურ ორგანიზაციას — „თავისუფლების შვილებს“, რომელიც უმთავრესად დემოკრატიულ ძალებს (წვრილი ფერმერები, ხელოსნები, მუშები) აერთიანებდა. 1772 წელს ადამსის ინიციატივით ბოსტონში შეიქმნა კორესპონდენტული კომიტეტი. მალე ასეთი კომიტეტები ყველა ინგლისურ კოლონიაში ჩამოყალიბდა და რევოლუციური ძალების ორგანიზაციის ცენტრებად იქცა. ადამსი კონტინენტური კონგრესის მოწვევის (1774) ერთ-ერთი ინიციატორი და კონგრესების აქტიური წევრი იყო 1774-1782 წლებში. მან მხარი დაუჭირა 1787 წლის კონსტიტუციას, ცდილობდა მის დემოკრატიზაციას და ილაშქრებდა მონობის წინააღმდეგ. 1794-1797 იყო მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორი. ადამსი იზიარებდა განმათავისუფლებელ იდეებს. იგი ცნობილია „დემოკრატიის მამის“ სახელით.

ლიტერატურა

რედაქტირება