სემიონ უშაკოვი
სემიონ უშაკოვი (დ. 1626, მოსკოვი — 25 ივნისი, 1686, მოსკოვი) — რუსი ფერმწერი. 1648-1664 წლებში მუშაობდა ოქროსა პალატებში, ასრულებდა ნახატებს დროშებისთვის, ლითონის და ხის ნაკეთობებისთვის. 1664 წლიდან იყო საჭურვლის პალატის ხელფასიანი ხატმწერი., ხატწერის სახელოსნოს ხელმძღვანელი. ასრულებდა პარსუნებს, მინიატურებს, ფერწერულ ხატებს, ფრესკებს. 1660 წელს იყო მთავარანგელოზის და მიძინების ტაძრების მოხატვის ხელმძღვანელი. ხაზავდა გეოგრაფიულ რუკებს და გეგმებს, ქმნიდა ნახატებს გრავიურებისთვის, მუშაობდა ოფორტის ტექნიკით. მისი ცნობილი ნამუშევრებია: „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“ (1665), „ვლადიმირის ღვთისმშობელი“ (1668), „სამება“ (1671).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 194.