სემიკარაკორსკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი
სემიკარაკორსკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი (რუს. Семикаракорский историко-краеведческий музей) — ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი როსტოვის ოლქის სემიკარაკორსკის რაიონი ქალაქ სემიკარაკორსკში.
სემიკარაკორსკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი | |
---|---|
47°31′48″ ჩ. გ. 40°49′11″ ა. გ. / 47.53000° ჩ. გ. 40.81972° ა. გ. | |
დაარსდა | 1997 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | სემიკარაკორსკი, როსტოვის ოლქი |
დირექტორი | ნინა ზდოროვცევა |
მუზეუმის მისამართი: როსტოვის ოლქი, სემიკარაკორსკი, ვ. ზაკრუტკინის პროსპექტი № 25.
ისტორია
რედაქტირებასემიკარაკორსკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი შეიქმნა 1997 წელს. 2000 წლიდან იგი ოფიციალურად გაიხსნა დამთვალიერებლებისათვის, როგორც კულტურული და სასწავლო-საგანმანათლებლო განყოფილება.
მუზეუმის ექსონატების რაოდენობა შეადგენს 16 000 ერთეულს, რომლებიც თავმოყრილია ძირითად და სასწავლო-საგანმანათლებლო ფონდებში. ამ თვალსაზრისით იგი როსტოვის ოლქის მუზეუმებს შორის უმსხვილესია. ოთხ დარბაზში განთავსებულია ლიტერატურულ-მონოგრაფიული ექსპოზიცია „მწერალ ბორის კულიკოვის ცხოვრება და შემოქმედება“. მუზეუმის ექსპოზიციებში დამთვალიერებლებს შეუძლიათ გაეცნონ სახვით ხელოვნებას, სემიკარაკორსკის ყოფა-ცხოვრებასა და ეთნოგრაფიას XIX საუკუნის დასასრულიდან XX საუკუნის პირველ ნახევრამდე, ასევე სემიკარაკორსკის სამხედრო და შრომის ისტორიას.
მუზეუმთან მოქმედებს სამი ლიტერატურულ-ისტორიული გაერთიანება კოჩეტოვსკაიაში „ტატიანას დღე“, „სილამაზის მოყვარულთა კლუბი“ და „სამშობლოს ისტორიის მოყვარულთა კლუბი“ ქალაქ სემიკარაკორსკში. 2004 წლიდან მუზეუმის შემადგენლობაში, როგორც სტრუქტურული ქვედანაყოფი, შედის ვიტალი ზაკრუტკინის სახლ-მუზეუმი, რომელიც გაიხსნა 1986 წელს. სახლ-მუზეუმის სამუზეუმო ფონდი მოიცავს 6 000 მეტ ექსპონატს[1][2].
2013 წელს სემიკარაკორსკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი როსტოვის ოლქიდან პირველად შეიტანეს რუსეთის ფედერაციის სამუზეუმო ფონდის კატალოგში, რომელიც შეიქმნა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით[3][4].
მუზეუმში ყოველწლიურად იმართება ღონისძიება, რომელიც ეძღვნება დიდი სამამულო ომის სამახსოვრო თარიღებს[5][6].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- МБУ «СИКМ» დაარქივებული 2017-09-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ СЕМИКАРАКО́РСКИЙ КРАЕВЕ́ДЧЕСКИЙ МУЗЕ́Й. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-10. ციტირების თარიღი: 2017-10-12.
- ↑ Семикаракорский историко-краеведческий музей
- ↑ ФОНДЫ МУЗЕЕВ ТЕПЕРЬ В ИНТЕРНЕТЕ
- ↑ [https://web.archive.org/web/20171225035833/http://goskatalog.ru/portal/#/museums?id=2238 დაარქივებული 2017-12-25 საიტზე Wayback Machine. Муниципальное бюджетное учреждение «Семикаракорский историко-краеведческий музей»]]
- ↑ Освобождение
- ↑ «Великая Отечественная война: Путь к Победе»