სეკა (ფარაონი)
სეკუ[1] ან სეკა — ეგვიპტის ფარაონი წინადინასტიურ პერიოდში. სეკა მართავდა ქვემო ეგვიპტეს, სავარაუდოდ, ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლოს. მიეკუთვნება ნულოვან დინასტიას[2]. მისი სახელი ცნობილია მხოლოდ პალერმოს ქვიდან, რომელზეც ჩამოწერილია ქვემო ეგვიპტის ფარაონების სია[3]. სეკას მეფობის პერიოდის არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ მოგვეპოვება, შეიძლება მითური ფარაონიც იყოს. გერმანელი ეგვიპტოლოგის, ლუდვიგ მორენცის, მიხედვით ფარაონის სახელი ითარგმნება, როგორც „მხვნელი“[4].
ლიტერატურა
რედაქტირება- Schneider Thomas. Lexikon der Pharaonen. — Düsseldorf: Albatros, 2002. — 327 S. — ISBN 3-491-96053-3.
- Ludwig D. Morenz. Bild-Buchstaben und symbolische Zeichen: Die Herausbildung der Schrift der hohen Kultur Altägyptens. — Fribourg: Academic Press, 2004. — 373 S. — ISBN 3-7278-1486-1.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Peake, Harold and Herbert John Fleure, Priests and Kings, Clarendon OUP, Oxford, 1927, p. 63
- ↑ J. H. Breasted, History of Egypt from the Earliest Time to the Persian Conquest, 1909, p.36
- ↑ J. H. Breasted, Ancient Records of Egypt, Part One, Chicago 1906, § 90
- ↑ Ludwig D. Morenz. Bild-Buchstaben und symbolische Zeichen. — S. 209.