სეიტო მაცუმოტო
სეიტო მაცუმოტო (松本 清張; დ. 21 დეკემბერი, 1909 — გ. 4 აგვისტო, 1992) — იაპონელი მწერალი, დიდი წვლილი მიუძღვის იაპონიაში დეტექტივის ჟანრის პოპულარიზაციაში.
სეიტო მაცუმოტო | |
---|---|
იაპონ. 松本 清張 იაპონ. 松本 清張 | |
დაბადების თარიღი | 21 დეკემბერი, 1909[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | Kitakyushu, იაპონია |
გარდაცვალების თარიღი | 4 აგვისტო, 1992[4] [1] [2] [3] (82 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ტოკიო, იაპონია[2] [4] |
დასაფლავებულია | Daizen-ji |
საქმიანობა | მწერალი, რომანისტი და ნოველისტი |
ენა | იაპონური ენა |
მოქალაქეობა |
იაპონია იაპონიის იმპერია |
ალმა-მატერი | Kitakyushu Municipal Shimizu Elementary School |
ჟანრი | ნოველა, non-fiction და history book |
Magnum opus | A Certain Legend of the Kokura Diary, Points and Lines, Zero Focus, Inspector Imanishi Investigates, Black Leather Notebook, Black Fog over Japan, Unearthing the Shōwa Period და Essay of Yamatai |
ჯილდოები | აკუტაგავას პრემია[5] , Mystery Writers of Japan Award[6] , Bungeishunju Readers' Choice Award, Yoshikawa Eiji Prize for Literature[7] , კიკუტი კანის პრემია[8] და ასაჰის პრემია |
40-წლიანი ლიტერატურული მოღვაწეობის მანძილზე მაცუმოტომ 450-ზე მეტი ნაშრომი გამოაქვეყნა. მისი შემოქმედება ისტორიულ რომანებსა და არამხატვრულ ტექსტებსაც მოიცავდა, თუმცა საერთაშორისო ცნობადობა სწორედ დეტექტიური ჟანრის წიგნებმა მოუტანა.
1960-იან წლებში მაცუმოტო იაპონიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ავტორი გახდა, მისი წიგნები კი ბესტსელერის სტატუსს ატარებდნენ. 1952 წელს ავტორს აკუტაგავას პრემია მიენიჭა, 1957 წელს კი იაპონიის მისტიკოს მწერალთა ჯილდო მიიღო. 1963-1971 წლებში მაცუმოტო იაპონიის მისტიკოს მწერალთა ორგანიზაციის პრეზიდენტი იყო.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებადაიბადა კიუსიუზე, კიტაკიუშუს პრეფექტურის ქალაქ კოკურაში. მისი ნამდვილი სახელი კიოჰარუა, „სეიტო“ კი მისი სახელის სიმბოლოების ჩინურ-იაპონური შეთანხმებაა. იგი ოჯახში ერთადერთი ბავშვი იყო. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ კომუნალურ კომპანიაში მუშაობდა. მოგვიანებით იგი გაზეთ The Asahi Shimbun-ის სარეკლამო განყოფილებაში დასაქმდა, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კი სამედიცინო კორპუსში მსახურობდა. ომის დიდი ნაწილი კორეაში გაატარა, მისი დასრულების შემდეგ კი გაზეთში განაახლა მუშაობა და 1950 წელს ტოკიოს ოფისშიც გადაინაცვლა.
მიუხედავადავ იმისა, რომ არც საშუალო სკოლაში უვლია და არც უნივერსიტეტში, მაცუმოტო საკმაოდ განათლებული იყო. თინეიჯერობის პერიოდში იგი აკრძალულ რევოლუციურ ბროშურებს კითხულობდა, რითაც მემარცხენე მოძრაობისადმი მხარდაჭერას გამოხატავდა. გაბრაზებულმა მამას მას მთელი წიგნების კოლექციაც კი დაუწვა.
მაცუმოტოს ლიტერატურული დებიუტი 1959 წელს საგაზეთო კონკურსში მოთხრობის გამოქვეყნებით შედგა, რომლითაც მან მესამე ადგილი მოიპოვა. ექვსი წლის შემდეგ მან გაზეთში მუშაობდა შეწყვიტა, რათა მთელი დრო მწერლობისთვის დაეთმო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Salem Press: Survey of Seichō Matsumoto
- Brief biography of Matsumoto Seichō
- Matsumoto Seichō Memorial Museum
- Matsumoto Seicho obituary by James Kirkup
- Seicho Matsumoto დაარქივებული 2022-08-29 საიტზე Wayback Machine.
- Japan Society UK review of Pro Bono დაარქივებული 2016-03-30 საიტზე Wayback Machine.
- Pro Bono mentioned in the Los Angeles Times, August 14, 2012, The Reading Life: Vacation reading
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 BD Gest'
- ↑ 2.0 2.1 2.2 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 3.0 3.1 Česko-Slovenská filmová databáze — 2001.
- ↑ http://www.bunshun.co.jp/shinkoukai/award/akutagawa/list.html
- ↑ http://www.mystery.or.jp/prize/detail/10101
- ↑ https://www.kodansha.co.jp/award/description/yoshikawa_bg_history.html
- ↑ https://bungakushinko.or.jp/award/kikuchi/list.html