სევეროდონეცკის ბრძოლა (2022)
სევეროდონეცკის ბრძოლა | |||||
---|---|---|---|---|---|
აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი | |||||
| |||||
თარიღი | 2 მარტი, 2022 – 25 ივნისი, 2022 | ||||
მდებარეობა | სევეროდონეცკი, ლუჰანსკის ოლქი, უკრაინა | ||||
შედეგი | რუსეთის გამარჯვება[1] | ||||
ტერიტორიული ცვლილებები |
რუსულმა ძალებმა დაიკავეს ქალაქი სევეროდონეცკი და დასახლებები სიროტინე, ვორონოვე და ბორივსკე.[2] | ||||
მხარეები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
სევეროდონეცკის ბრძოლა ვიკისაწყობში |
სევეროდონეცკის ბრძოლა — მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება, რომელიც 2022 წლის 2 მარტს დაიწყო. წარმოადგენს რუსეთის უკრაინაში შეჭრის აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილს. სევეროდონეცკი ამჟამად არის ლუჰანსკის ოლქის მოქმედი ადმინისტრაციული ცენტრი.
ბრძოლა
რედაქტირება28 თებერვალს დაახლოებით 15:00 საათზე რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკის დაბომბვა დაიწყეს.[5] ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაიბომბა მათ შორის გაზსადენებიც.[4]
2 მარტს ბრძოლები დაფიქსირდა სევეროდონეცკის მახლობლად მდებარე თითქმის ყველა სოფელში.[6] რუსული ძალები აგრძელებდნენ ქალაქის დაბომბვას, მათ შორის მათი სამიზნე იყო სკოლის სპორტული დარბაზი, რომელიც ბომბსაფრად გამოიყენებოდა მოსახლეობის მიერ. გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.[7] იმავე დღეს, 15:20 საათზე, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული ძალები ქალაქში შესვლას ცდილობდნენ, მაგრამ უკუაგდეს.[8]
6 აპრილის ცნობით, ქალაქში „რეგულარულად, მუდმივი პერიოდულობით“ ცვიოდა ჭურვები და რაკეტები.[9]
9 აპრილისათვის, რუსეთის მე-4 საგვარდიო სატანკო დივიზიის ნაწილები თავს იყრიდნენ სევეროდონეცკთან ახლოს.[3] მომდევნო სამი დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა არაერთხელ შეუტიეს ქალაქს, მაგრამ რაიმე წარმატებას ვერ მიაღწიეს.[10][11][12]
18 აპრილს რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური თავდასხმა განაახლა, ავიადარტყმები მიიტანეს სევეროდონეცკზეც.[13][14] გააფთრებული ბრძოლების შემდეგ მათ შეძლეს ქალაქის გარეუბნებისკენ დაწინაურება.[15]
მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმები
რედაქტირებაქალაქში ადგილი ჰქონდა მშვიდობიან მოქალაქეებზე არაერთხელ თავდასხმას. 17 მარტს ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორმა სერჰი ჰაიდაიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ბავშვებისა და ქალების თავშესაფარს და „ლუჰანსკის ოლქში უსაფრთხო ადგილები აღარ არსებობდა“.[16] 22 მარტს ისევ ჰაიდაი იტყობინებოდა, რომ რუსებმა ისროლეს საბავშვო საავადმყოფოს მიმართულებით, დაიწვა სახურავი, თუმცა არავინ დაშავდა.[17] გავრცელდა ცნობები ადგილობრივი ეკლესიების დაზიანების შესახებ.[18] 7 აპრილის ცნობით, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ჰუმანიტარული დახმარების ცენტრზე და დაწვეს 10 მაღლივი შენობა.[19]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Balmforth, Tom; Djurica, Marko. Sievierodonetsk falls to Russia after one of war's bloodiest fights. Reuters (25 June 2022). ციტირების თარიღი: 25 June 2022
- ↑ Российские военные заявили о полном контроле над Северодонецком ru. Radio Free Europe (26 June 2022). ციტატა: „Deputy Minister of Defense of Ukraine Anna Malyar criticized the media that reported on the withdrawal of troops: “Public demonstration by civilians of awareness of the course of military operations and reporting this on social networks partly disrupts military operations – as was the case yesterday and the day before yesterday in Severodonetsk. When they simply did not allow the Armed Forces to finalize what was planned, ” Malyar quotes the BBC .“
- ↑ 3.0 3.1 3.2 „Russian Offensive Campaign Assessment, April 9“. Institute for the Study of War. 9 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 10 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 4.0 4.1 „Росія обстріляла Сєвєродонецьк: є жертва і поранені – ОДА“ (უკრაინული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Окупанти обстріляли Сєвєродонецьк: що відомо про загиблих та постраждалих“ (უკრაინული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-28. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Бої тривають майже у всіх довколишніх селах навколо Сєвєродонецька – голова Луганської обладміністрації“ (უკრაინული). ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „У Сєвєродонецьку російський снаряд влучив у школу, де ховалися люди (відео)“ (უკრაინული). ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Новини України: Російське вторгнення: поточна ситуація на Луганщині“ (უკრაინული). ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Presse, AFP-Agence France. „Sustained Bombardment Seen In Severodonetsk: AFP“. www.barrons.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-08.
- ↑ Russian Offensive Campaign Assessment, April 11 en. Institute for the Study of War (10 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 13 აპრილი, 2022
- ↑ Russian Offensive Campaign Assessment, April 12 en. Institute for the Study of War (11 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 13 აპრილი, 2022
- ↑ Russian Offensive Campaign Assessment, April 12 en. Institute for the Study of War (12 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 13 აპრილი, 2022
- ↑ „Russia begins Donbas offensive in eastern Ukraine“. New York Post (ინგლისური). 18 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russia begins large-scale military action to seize eastern Ukraine“. the Guardian (ინგლისური). 2022-04-19. ციტირების თარიღი: 2022-04-20.
- ↑ Russian Offensive Campaign Assessment, April 19 en. Institute for the Study of Warfare (19 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2022
- ↑ „Russian invaders fire on shelter for mothers and children in Sievierodonetsk“. Ukrinform (ინგლისური). 2022-03-17. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Російські окупанти обстріляли дитячу лікарню в Сєвєродонецьку: дітей та персонал вдалося врятувати“. Вільне Радіо (უკრაინული). 22 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „When Christians are bombing Christian churches (PHOTOS)“. Orthodox Times (ინგლისური). 30 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 10 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Bullen, Lee; News, Zenger (2022-04-07). „Ukrainians blast Russian armor with U.K. missile system“. Newsweek (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-08.