სევდა (მოთხრობა)

ანტონ ჩეხოვის მოთხრობა

სევდა (რუს. Тоска) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა, რომელიც 1886 წელს დაიწერა. პირველად, 1886 წლის 26 აპრილს, პეტერბურგის გაზეთში გამოქვეყნდა.

სევდა
ჟანრი მოთხრობა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1886
გამოცემულია 26 აპრილი, 1886

გამოქვეყნება

რედაქტირება

მოთხრობა პირველად 1886 წლის 16 იანვარს Петербургская газета-ს № 26-ის „ფრთიანი შენიშვნების“ განყოფილებაში გამოქვეყნდა ა. ჩეხონტეს ხელმოწერით. მცირედი ცვლილებებით, მოთხრობა კრებულში „ჭრელი მოთხრობები“ დაიბეჭდა. 1895 წელს ის შევიდა ანთოლოგიაში „გაელვება“. ცოტათი ჩასწორებული ვარიანტი ჩეხოვმა თავისი მოთხრობების მესამე ტომში შეიტანა, რომელიც 1899—1901 ადოლფ მარქსმა გამოაქვეყნა.

ჩეხოვის სიცოცხლეშივე მოთხრობა ბულგარულ, უნგრულ, გერმანულ, სერბო-ხორვატულ, სლოვაკურ, ფინურ, ფრანგულ და ჩეხურ ენებზე ითარგმნა.

მეეტლე იონას შვილი გარდაეცვალა. მამა სასოწარკვეთილი და უშედეგოდ ცდილობს შემხვედრ ხალხთან დალაპარაკებას და იმის მოყოლას თუ როგორ მოცელა ის ამ ამბავმა. ის თავის ცხენთანაც კი ცდილობს დალაპარაკებას.

მოთხრობამ „პეტერბურგის ცნობის ფურცელში“ (№ 167, 1886) კრიტიკოს ი. ლადოჟსკის დადებითი შეფასება მიიღო.[1] ლეონიდ ობოლენსკიმ რუსულ საგანძურში ფარული დრამის ხედვის მარტივად წარმოჩენის არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის შეაქო ჩეხოვი. მოთხრობა „სევდა“ ამის იდეალური მაგალითია.[2] კონსტანტინე არსენიევმა თავის ესეში „ჩვენი დროის მწერლები“ („ევროპის მაცნე“, № 12, 1887) მოთხრობა „სევდა“ საუკეთესო თანამედროვე მოთხრობების სიაში შეიტანა.[3] ლევ ტოლსტოიმ მოთხრობა ჩეხოვის საუკეთესო მოთხრობების პირად სიაში შეიტანა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „რუსული საგანძური“, 1886, № 12, გვ. 178.
  • Чехов А. П. Тоска // Чехов А. П. Полное собрание сочинений и писем: В 30 т. Сочинения: В 18 т. / АН СССР. Ин-т мировой лит. им. А. М. Горького. — М.: Наука, 1974—1982.
  1. კომენტარები. Рассказы и юморески 1885—1886 гг. Полное собрание сочинений и писем в тридцати томах. Сочинения том четвертый. 1885—1886 М., „Наука“, 1984
  2. „რუსული საგანძური“, 1886, N 12, გვ. 178
  3. „ევროპის მაცნე“, 1887, N 12, გვ. 770.