სბორნიკ სვედენიი ო კავკაზსკიხ გორცახი

„სბორნიკ სვედენიი ო კავკაზსკიხ გორცახ“ (რუს. Сборник сведений о кавказских горцах, სსოკგ, კავკასიელ მთიელთა შესახებ ცნობების კრებული) — კავკასიის მთიელთა სამმართველოს ყოველწლიური სერიული გამოცემა; გამოდიოდა თბილისში 1868—1881 წლებში. გამოვიდა 10 ტომი, აქედან 9 ტომი 1868—1876 წლებში. X ტომი იმავე სახელწოდებით გამოსცა კავკასიის სამხედრო-სახალხო სამმართველომ რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მონაწილეობით. რედაქტორი — ნ. ვორონცოვი (1832—1888). კრებულში იბეჭდებოდა ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ხასიათის მასალები და ნარკვევები. „სბორნიკ სვედენიი ო კავკაზსკიხ გორცახ“ დღესაც უმნიშვნელოვანესი წყაროა კავკასიის ეთნოგრაფიის, ისტორიის და ფოლკლორის სპეციალისტებისათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება