სახელის დარქმევის სერბული ტრადიციები

სახელის დარქმევის სერბული ტრადიციები — სტატია ეძღვნება ეთნიკური სერბების სახელების დარქმევის კულტურას. სერბული სახელები იწერება დასავლური ტიპის რიგითობით, როდესაც გვარი საკუთარი სახელის შემდეგ მოდის. აღმოსავლური წყობა, როდესაც ჯერ გვარი იწერება ხოლო შემდეგ სახელი, შეიძლება გამოიყენებოდეს სიებში ან ოფიციალურ დოკუმენტაციაში სადაც გვარი მთავრული ასოებით იწერება.

სახელი რედაქტირება

როგორც უმეტეს ევროპულ კულტურაში ბავშვს სახელს ურჩევენ მშობლები ან ნათლია. დაწერისას ან წარმოთქმისას ჯერ მოდის სახელი და შემდეგ გვარი. სერბული სახელების უმეტესობას სლავური ფესვები აქვს.

სახელები, რომლებიც არ არის სლავური წარმოშობის უმეტესად დაკავშირებულია ქრისტიანულ წმინდანებთან. ასეთი სახელები ძირითადად არის ებრაული ან ბერძნული.

სერბეთიში ისეთი გერმანული სახელები როგორიცაა: იგორი, ოლივერი და ოლგა რუსეთის გავლენით შევიდა.

გვარი რედაქტირება

სერბული გვარების დაახლოებით ორი მესამედი სრულდება სუფიქს - იჩი-თ ().[1] ić არის სლავური კნინობითი სუფიქსი და გამოიყენებოდა საგვარეულო სახელის შესაქმნელად. მაგალითისთვის: პეტროვიჩი აღნიშნავს პეტარის პატარა ბიჭს. სერბული გვარების უმეტესობა გადაეცემათ მამის ხაზით.

სხვა ხშირად გამოყენებული სუფიქსებია: ივი (ov), ევი (ev), ინი (in) და სკი (ski), რომლებიც სლავური ენების ნათესაობითი ბრუნვის სუფიქსებია. შეიძლება ასევე გვხვდებოდეს ორი სუფიქსის გაერთიანება ყველაზე ხშირად ეს არის ოვიჩი (ović).

ქორწინების დროს ქალი უმეტესად ქმრის გვარზე გადადის, მან შეიძლება ასევე შეინარჩუნოს საკუთარი და ორი გვარი ატაროს.

ისტორია რედაქტირება

დემეტროს ხომატენოსმა (ოჰრიდის მთავარეპისკოპოსი, 1216-1236 წ.) აღწერა ბიზანტიაში მცხოვრები სამხრეთი სლავების სახელების დარქმევის კულტურა. XI-XII საუკუნეებში ბიზანტიაში გვარის ტარება უფრო სტაბილური და საზოგადო გახდა, თუმცა სამხრეთი სლავები ინარჩუნებდნენ მხოლოდ პირადი სახელის და მამის სახელის ტარების ტრადიციას. ამ პერიოდისთვის ცნობილია მხოლოდ ორი გვარის შესახებ, ბოგდანოპულოსი და სერბოპულოსი. ორივე შემთხვევაში სერბული სახელი X საუკუნის, პელოპონესური წარმოშობის ბერძნული სუფიქს - ოპულოსით (όπουλος).[2]

XIX საუკუნებდე სერბეთში გავრცელებული იყო სახელთან და გვართან ერთად მამის სახელის ტარებაც.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება