სახამის პროვინცია
(გადამისამართდა გვერდიდან სახამას პროვინცია)
სახამის პროვინცია (ესპ. Provincia de Sajama) — პროვინცია ბოლივიაში, ორუროს დეპარტამენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქია კურაუარე-დე-კარანგასი.
პროვინცია | |
---|---|
სახამის პროვინცია Provincia de Sajama | |
ქვეყანა | ბოლივია |
კოორდინატები | 18°20′58″ ს. გ. 68°34′48″ დ. გ. / 18.34945389° ს. გ. 68.58007889° დ. გ. |
ფართობი | 7 704 კმ² |
სალაპარაკო ენები | ესპანური, აიმარა, კეჩუა |
მოსახლეობა | 9 096 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 1,2 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
სახამა ერთ-ერთია ორუროს დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ლა-პასის დეპარტამენტი, დასავლეთით — ჩილე. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 120 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 135 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 7 704 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
რედაქტირება- 1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 7 891 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 9 096-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 15.3 %-იან ზრდას.
- 88.6 % ლაპარაკობს ესპანურად, 90.4 % აიმარაზე და 4.2 % კეჩუაზე.
- მოსახლეობის 97.0 %-ს არ აქვს ელექტროენერგია (1992).
- 68.2 % დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, 0.3 % მაღაროებში, 5.4 % მრეწველობაში, 26.1 % მომსახურების სფეროში (2001).
- მორწმუნეთა 66.1 % კათოლიკეა, 26.9 % პროტესტანტი (1992).
დაყოფა
რედაქტირებაპროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- General map of province დაარქივებული 2009-01-22 საიტზე Wayback Machine.
- Detailed map of province towns and rivers დაარქივებული 2012-04-20 საიტზე Wayback Machine.
- Population data (Spanish) დაარქივებული 2007-02-22 საიტზე Wayback Machine.