საცეცხლური — სარიტუალო ჭურჭელი ქრისტიანულ ეკლესიაში, რომლითაც სასულიერო პირები აკმევენ საკმეველს. საცეცხლური ლითონის მრგვალი ფორმის ხუფიანი ჯამია, რომელიც სამ ან ოთხ ჯაჭვზეა დაკიდებული. მასში იყრება გაღვივებული ცეცხლი და საკმეველი. ქრისტიანობამ საცეცხლური მიიღო იუდაიზმისგან. კმევა ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ტაძარში დააწესა ღმერთმა. საცეცხლური ხელში უჭირავს მღვდელმსახურს, რომელიც უკმევს ხატებსა და მლოცველებს. ტრაპეზისა და ხატების კმევა მათდამი მოკრძალებისა და პატივისცემის გამომხატველია. მლოცველთა კმევა გამოხატავს სურვილს, რათა მათი მხურვალე და გულწრფელი ლოცვა ისევე მსუბუქად აიჭრას ზეცისკენ, როგორც საცეცხლურის კვამლი. კმევისას მლოცველები ქედს მოიდრეკენ ხოლმე.

საცეცხლური

ლიტერატურა

რედაქტირება