საჩი (ბოსნ. Sač) — წარმოადგენს მეტალის ან კერამიკის თხელი ზარის ფორმის სახურავს, რომელიც ხორცის ან პურის საცხობის დასახურად გამოიყენება. მას ზემოდან ნაცარს და გავარვარებულ ნაკვერჩხალს აყრიან, რაც კონვექციური ცხობის ეფექტს ქმნის. გუმბათის ფორმა ცხობის დროს ორთქლს შიგნით ცირკულაციის საშუალებას აძლევს. მომზადების ასეთი პროცესით ხორცეული, თევზეული და ბოსტნეული რჩება წვნიანი. ის ასევე გამოიყენება პურის და ისეთი რტადიციული საკონდიტრო ნაწარმის საცხობად როგორიცაა ბურეკი.

სტადიციულად საჩი იყო მარტივი ღუმელი, ან ღუმელის შემცვლელი იმ ოჯახებისთვის ვისაც ღუმელის შეძენის საშუალება არ ჰქონდა. სახურავი ხშირად საცხობადაც გამოიყენებიდა. დღეს საჩი როგორც საცხობი მოწყობილობა რესტორნებში მთელი ბალკანეთის მასშტაბით აქტიურად გამოიყენება. ასევე გავრცელებულია საბერძნეთში (სადაც ჰქვია Παραδοσιακή Γάστρα, Σινί ან Χάν) და თურქეთში. საჩი ასევე შეიძლება ეწოდებოდეს ამ საცხობში მომზადებულ ხორცის და ბოსტნეულის კერძს.

ბულგარეთში სიტყვა საჩი (сач ან сачѐ) აღნიშნავს თიხის თხელ ფილას რომელსაც ასხელებენ და მაგიდაზე დებენ. მასზე აცხობენ თხლად დაჭრილ ბოსტნეულს და ხორცს. ცხობის დროს ცხიმი არ გამოიყენება და ზევიდან არაფერს ახურებენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=საჩი&oldid=4676146“-დან