ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საშა ალექსანდერი (ინგლ. Sasha Alexander დ. 17 მაისი, 1973, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი და ტელერეჟისორი. მან ითამაშა გრეტჩენ ვიტერი Dawson's Creek-ში და ითამაშა ფილმებში, როგორიცაა Yes Man (2008) და He's Just Not That Into (2009). საშა თამაშობდა კეიტლინ ტოდს NCIS-ის პირველ ორ სეზონში (2003–2005). 2010 წლის ივლისიდან 2016 წლის სექტემბრამდე ალექსანდერმა ითამაშა მაურა აისლის როლი TNT-ის სერიალში Rizzoli & Isles და თამაშობდა რეგულარულად სერიალის მე-5 და მე-6 სეზონების განმავლობაში 2015-2016 წლებში.

საშა ალექსანდერი
დაბადების თარიღი 17 მაისი, 1973 (1973-05-17) (51 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1997-დღემდე

ადრეული წლები

რედაქტირება

საშა ალექსანდერი სერბული წარმოშობისაა, მისი დაბადების სახელია სუზანა დრობნიაკოვიჩი, დაიბადა ლოს ანჯელესში, კალიფორნია.[1] მან მსახიობობა სასკოლო სპექტაკლებში მეშვიდე კლასიდან დაიწყო. ის ასევე ყინულის მოციგურავე იყო, თუმცა მუხლის ტრავმის გამო ამ სპორტის გაგრძელება ვერ შეძლო. მან განაგრძო მსახიობობა საშუალო სკოლისა და კოლეჯის პერიოდშიც, შემდეგ გადავიდა ნიუ-იორკში საზაფხულო და შექსპირის ფესტივალებზე სამსახიობო როლისთვის. მან დაამთავრა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კინო-ტელევიზიის სკოლა, სადაც იყო ჯგუფის Kappa Alpha Theta-ს წევრი.[2][3]

ალექსანდერმა მსახიობობა დაიწყო ორი მცირემეტრაჟიანი სერიალებით: სამედიცინო დრამა Presidio Med და ABC-ის დრამა Wasteland. მან მიაღწია მედიის ფართო ყურადღებას და კრიტიკოსების შექებაც დაიმსახურა, როდესაც გამოჩნდა Dawson's Creek-ის მეოთხე სეზონში, როგორც გრეტჩენ ვიტერი. საშა ასევე იყო Fox-ის ხანმოკლე კომედიური სერიალის Greg the Bunny-ის ეპიზოდში, რომელშიც მან ლესბოსელი სატელევიზიო გიდის რეპორტიორის როლი შეასრულა და ეკრანზე აკოცა სარა სილვერმანს.

საშა გამოჩნდა ფილმებში, როგორიცაა Lucky 13 და All Over the Guy, ასევე He's Just Not That Into You (კეტრინის როლში), დამოუკიდებელ ფილმში The Last Lullaby და Yes Man (ლუსის როლში) ჯიმ ქერის მონაწილეობით. ის გამოჩნდა ოლქის პროკურორის რობინ ჩაილდსის როლში CSI-ის ეპიზოდში "Alter Boys" და გამოჩნდა ეპიზოდში Friends ("The One with Joey's Interview"), სადაც თამაშობდა რეპორტიორს, რომელმაც ინტერვიუ აიღო ჯოისგან.

საშა შეუერთდა NCIS-ს, როგორც სპეციალური აგენტი კეიტლინ "ქეით" ტოდი 2003 წელს. მისმა პერსონაჟმა შეცვალა ვივიან ბლექდედერი, რომელსაც თამაშობდა რობინ ლაივლი. ის გამოჩნდა საპილოტე ეპიზოდებში "Ice Queen" და "Meltdown" JAG-ზე. ოფიციალური საპილოტე ეპიზოდი "Yankee White" გავიდა 2003 წლის 23 სექტემბერს, CBS-ზე. საშას ორწლიანი მოღვაწეობა შოუში დასრულდა 2005 წლის მაისში, როდესაც მისი პერსონაჟი, ქეითი, მოკლული იქნა ტერორისტის მიერ. ის მას თავში ესვრის მეორე სეზონის ფინალის ბოლო რამდენიმე წამში.

მისი წასვლის ოფიციალური ახსნა იყო ის, რომ „იგი ითხოვდა კონტრაქტის გაფართოებას სხვა შესაძლებლობების მისაღებად“. საშას მიერ NCIS-დან წასვლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში, ჩანს, რომ მისი პრობლემა შოუსთან იყო ის, რომ ის ძალიან იტვირთებოდა, რაც მისთვის ფიზიკურად ზედმეტი იყო.[4]

საშას სატელევიზიო სერიალების შემდგომ ნამუშევრებში საშას როლები გაცილებით მცირე იყო და მისი პერსონაჟების განსახიერება მოითხოვდა ნაკლებ ფიზიკურ ძალისხმევას, ვიდრე მისი როლები NCIS-ზე. მის ბოლო გამოსვლებში ორნაწილიან ეპიზოდში "Kill Ari", ალექსანდერი დასახელდა, როგორც საუკეთესო მიწვეული სტუმარი. მისი პერსონაჟი კეიტლინ ტოდი კვლავ გამოჩნდა "what if"-ის სცენარში ენტონი დინოზოსთან ერთად NCIS 200-ე ეპიზოდში - "Life Before Eyes", თუმცა ალექსანდრე არ დაბრუნებულა ეპიზოდის ახალი კადრების გადაღებაზე; მისი კადრები ამოჭრეს მეორე სეზონის ეპიზოდიდან "SWAK" , რათა ახალ ეპიზოდში ჩაერთოთ.

მას ასევე ჰქონდა მცირე როლი 2006 წელს Mission: Impossible III-ში. იგი შეუერთდა The Nine-ის მსახიობებს ნიკის ყოფილი მეუღლის როლში.

2010 წლიდან 2016 წლამდე ალექსანდრე თამაშობდა დოქტორ მაურა აილეზს შვიდი სეზონის განმავლობაში TNT-ის სერიალში Rizzoli & Isles, დოქტორი მაუქა აისლი იყო მასაჩუსეტსის თანამეგობრობის მთავარი სამედიცინო ექსპერტი, რომელიც მუშაობს ბოსტონის პოლიციის დეპარტამენტთან. ალექსანდერი მონაწილეობდა ენჯი ჰარმონთან ერთად, რომელიც თამაშობდა ბოსტონის დეტექტივ ჯეინ რიზოლის, აისლის საუკეთესო მეგობარს.[5]

2015 წელს საშამ დაიწყო მუშაობა როლზე Showtime's Shameless-ში, სადაც განასახიერა ჰელენ რუნიონი, ლიპ გალაჰერის კოლეჯის ერთ-ერთი პროფესორი. მისი პერსონაჟი ჰელენი ინარჩუნებს თავისუფალ ურთიერთობას თავის ქმართან ტეოსთან, რაც საშუალებას აძლევს მას ჰქონდეს ურთიერთობა ლიპთან. ჰელენსა და ლიპს შორის ურთიერთობა არის რომანტიული და ისეთი, რომელიც მას ეხმარება ააწყოს კოლეჯის კარიერა.

ალექსანდრე მონაწილეობდა 2018 წლის დრამატულ ფილმში The Ride.[6] 2018 წელს ალექსანდრემ ითამაშა Law & Order: Special Victims Unit-ის ეპიზოდში, როგორც ბოროტმოქმედი ანა მილი.

2020 წლიდან ის ახმოვანებდა ანიმაციურ ვებ-სერიალს Deathstroke: Knights & Dragons, რომელიც დაფუძნებული იყო DC Comics-ზე.[7]

2021 წელს საშა მონაწილეობდა Netflix-ის You-ის მე-3 სეზონის, მე-9 ეპიზოდში "Red flags".

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Sasha Alexander. TVGuide.com. ციტირების თარიღი: December 17, 2018
  2. Notable Thetas. Kappa Alpha Theta. ციტირების თარიღი: December 31, 2008
  3. Lee, Luaine (December 3, 2012). 'Rizzoli & Isles' star has done some crime fighting in real life“. McClatchy-Tribune News Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 2, 2020. ციტირების თარიღი: December 17, 2018 – წარმოდგენილია Daily Herald (Provo, Utah)-ის მიერ.
  4. Reyes, Mike. (May 7, 2019) NCIS: Why Each Of The Major Cast Members Left. CinemaBlend. ციტირების თარიღი: October 19, 2020
  5. Character Bio | Dr. Maura Isles. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 19, 2013. ციტირების თარიღი: December 18, 2013
  6. Kennedy, Lisa. (November 15, 2020) 'The Ride' Review: Well-Intentioned Adoption Drama Can't Triumph Over Racism en-US. ციტირების თარიღი: February 7, 2021
  7. First Look at CW Seed's Michael Chiklis-Led Deathstroke: Knights & Dragons. ციტირების თარიღი: February 7, 2021