საყოველთაო გერმანული ბიოგრაფია

საყოველთაო გერმანული ბიოგრაფია (გერმ. Allgemeine Deutsche Biographie, შემოკლ. ADB) — გერმანული ბიოგრაფიული ენციკლოპედია 56 ტომად, გამოვიდა 1875—1912 წლებში (ხელახლა 1967—1971 წწ).

ADB 1-ლი ტომის სატიტულო ფურცელი

გამოცემის ისტორია

რედაქტირება

1858 წელს ბავარიის მეცნიერებათა აკადემიას გაუჩნდა იდეა, შეექმნა ბიოგრაფიული ცნობარი გამოჩენილი გერმანელი მოღვაწეებისა, თუმცა სახსრების ნაკლებობის გამო ეს იდეა ვერ განხორციელდა. 1868 წელს ლეოპოლდ ფონ რანკეს თხოვნით პროექტი განახლდა და სტატიების დაწერისა და მასალათა შეგროვების ორგანიზაციის ძირითადი საქმე ბარონ როხუს ფონ ლილენკრონს დაეკისრა; მისი უახლოესი დამხმარე და წამყვანი რედაქტორი ფრანც ფონ ვეგელე გახდა. ენციკლოპედია სამეცნიერო და საერთო მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. გადაწყდა, შეეგროვებინათ იმ ადამიანების ბიოგრაფიები, რომელთაც გერმანულენოვან ქვეყნებში სხვადასხვა ასპარეზზე გარკვეული სიტყვა ჰქონდათ ნათქვამი. ენციკლოპედია ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიული კომისიის მიერ გამოიცემოდა და ლაიპციგის საგამომცემლო სახლ Duncker & Humblot-ში იბეჭდებოდა. სულ ენციკლოპედიაში 500 პირის ბიოგრაფია შევიდა, (1900 წლამდე გარდაცვლილთა და 1648 წლამდე გარდაცვლილთა ნიდერლანდებში). გამოიცა 45 ძირითადი, 10 დამატებითი და ერთიც საინდექსო ტომი.

ტომების თანამიმდევრობა

რედაქტირება
 
1967—1971 წლებში გამოცემული ADB-ის სრული კომპლექტი
  1. Van der Aa — Baldamus. 1875
  2. Balde — Bode. 1875
  3. Bode — von Carlowitz. 1876
  4. Carmer — Deck. 1876
  5. Von der Decken — Ekkehart. 1877
  6. Elben — Fickler. 1877
  7. Ficquelmont — Friedrich Wilhelm III. von Sachsen-Altenburg. 1878
  8. Friedrich I. von Sachsen-Altenburg — Gering. 1878
  9. Geringswald — Gruber. 1879
  10. Gruber — Hassencamp. 1879
  11. Hassenpflug — Hensel. 1880
  12. Hensel — Holste. 1880
  13. Holstein — Jesup. 1881
  14. Jetzer — Kähler. 1881
  15. Kähler — Kircheisen. 1882
  16. Kircher — v. Kotzebue. 1882
  17. Krabbe — Lassota. 1883
  18. Lassus — Litschower. 1883
  19. v. Littrow — Lysura. 1884
  20. Maaß — Kaiser Maximilian II. 1884
  21. Kurfürst Maximilian I. — Mirus. 1885
  22. Mirus — v. Münchhausen. 1885
  23. v. Münchhausen — v. Noorden. 1886
  24. van Noort — Ovelacker. 1887
  25. Ovens — Philipp. 1887
  26. Philipp (III.) von Hessen — Pyrker. 1888
  27. Quad — Reinald. 1888
  28. Reinbeck — Rodbertus. 1889
  29. v. Rodde — v. Ruesch. 1889
  30. v. Rusdorf — Scheller. 1890
  31. Scheller — Karl Schmidt. 1890
  32. Karl v. Schmidt — G. E. Schulze. 1891
  33. Hermann Schulze — G. Semper. 1891
  34. Senckenberg — Spaignart. 1892
  35. Spalatin — Steinmar. 1893
  36. Steinmetz — Stürenburg. 1893
  37. Sturm (Sturmi) — Thiemo. 1894
  38. Thienemann — Tunicius. 1894
  39. Tunner — de Vins. 1895
  40. Vinstingen — Walram. 1896
  41. Walram — Werdmüller. 1896
  42. Werenfels — Wilhelm d. Jüngere, Herzog zu Braunschweig und Lüneburg. 1897
  43. Wilhelm d. Jüngere, Herzog zu Braunschweig und Lüneburg — Wölfelin. 1898
  44. Günzelin von Wolfenbüttel — Zeis. 1898
  45. Zeisberger — Zyrl; Дополнения: v. Abendroth — Anderssen. 1900
  46. დამატება: Graf J. Andrassy — Fürst Otto von Bismarck. 1902
  47. დამატება: v. Bismarck-Bohlen — Dollfus. 1903
  48. დამატება: Döllinger — Friedreich. 1904
  49. დამატება: Kaiser Friedrich III. — Hanstein. 1904
  50. დამატება: Harkort — v. Kalchberg. 1905
  51. დამატება: Kálnoky — Lindner. 1906
  52. დამატება: Linker — Paul. 1906
  53. დამატება: Paulitschke — Schets. 1907
  54. დამატება: Scheurl — Walther. 1908
  55. დამატება: Wandersleb — Zwirner. 1910
  56. საინდექსო. 1912

2003 წლის მაისში ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულმა კომისიამ და ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკამ უფასოდ განათავსა ინტერნეტში ენციკლოპედიის დასკანერებული გვერდები. ტექსტი განთავსებულია გერმანულ ვიკითეკაშიც.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება