საყოველთაო გაფიცვა
საყოველთაო გაფიცვა — სამუშაო ძალის მასობრივი გაფიცვა. საყოველთაო გაფიცვა შესაძლოა მოაიცავდეს მრეწველობის რამდენიმე დარგის მუშებს, ასევე მომსახურების სფეროში დასაქმებულებს.
საყოველთაო გაფიცვის იდეა წარმოადგინა 1839 წელს ჩარტისტულმა კონვენტმა. XIX–XX საუკუნეების მიჯნის საყოველთაო გაფიცვის მაგალითებია 1893 წლის საყოველთაო გაფიცვა ბელგიაში, საყოველთაო გაფიცვა სამხრეთ რუსეთში 1903 წელს, 1905 წლის ოქტომბრის საყოველთაო გაფიცვა რუსეთის იმპერიაში, საყოველთაო გაფიცვა გაერთიანებულ სამეფოში 1926 წელს და სხვა. მეორე მსოფლიო ომის დროს საყოველთაო გაფიცვები გაიმართა ათენში (1943) და დანიაში (1944). მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საყოველთაო გაფიცვები გახშირდა, მის მონაწილეთა შემადგენობა გაიზარდა, ეკონომიკურ მოთხოვნებს დაემატა პოლიტიკური მოთხოვნები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კობახიძე, ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 203.