საქსჰორნები
საქსჰორნები (გამომგონებლის გვარი — საქსი და გერმ. Horn — რქა), სასულე მუნდშტუკიან საკრავთა ოჯახი, რომლის კონსტრუქტორია ადოლფ საქსი. გამოირჩევა მენზურისა და ფორმის (ტუბისებური) ერთგვაროვნებით. თავდაპირველად საქსჰორნების 7, შემდეგ კი 9 ნაირსახეობა არსებობდა (სოპრანინოდან სუბკონტრაბასამდე). მუსიკის პრაქტიკაში საქსჰორნებს ხშირად უწოდებენ ჩვეულებრივ სპილენძის სასულე საკრავების 3 ნაირსახეობას — ალტს, ტენორსა და ბარიტონს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 199.