საქსაშენმასალები
„საქსაშენმასალები“, საქართველოს სსრ საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი — ჩამოყალიბდა თბილისში 1958 წელს. მასში შედიოდა სპეციალიზებულ საპროექტო-საკონსტრუქტორო და ამამუშავებელ-გამმართავი ორგანიზაცია „ორგტექსაშენმასალები“, აგრეთვე საცდელი ქარხანა. ინსტიტუტში მიმდინარეობდა შესამოსი საკედლე მასალის, მინის ნაკეთობების, ცემენტისა და ადგილობრივი მჭიდა მასალის, თბიო- და ნგერათსაიზოლაციო მასალების, ბუნებრივი ქვების, ფორიანი შემვსებებისა და არამადნეული მასალის, სიკიკატური და ცემენტიანი ბეტონის ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოების ტექნოლოგიის და გამოყენების კვლევა.
„საქსაშენმასალები“ ატარებდა საცდელ-სამრეწველო გამოცდებს საქართველოს სსრ საშენ მასალათა მრეწველობის და სამშენებლო ინდუსტრიის დარგში, საპროექტო-საკონსტრუქტორო და ამუშავება-გამართვის სამუშაოებს, ტექნიკურ დახმარებას უწევდა საწარმოებს. ინსტიტუტი გამოსცემდა სამეცნიერო შრომენის კრებულს. ინსტიტუტთან იყო ასპირანტურა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კურსები.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვიცარიძე ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 198.